in

რეალს ხვიჩა ისევ უნდა, ნაპოლი კოსმოსურ თანხას ითხოვს

სეზონის განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე არაერთხელ დაიწერა, რომ ჩვენიანით დიდი გუნდები დაინტერესდნენ, თუმცა ბოლოს თითქოს დარმწუნებით ითქვა, რომ ქართველი „ნაპოლიში“ რჩება. თუმცა ალბათ მაინც ბოლო წუთამდე იქნება სატრანსფერო სპეკულაციები.

აგერ კიდევ ერთხელ ამოტივტივდა მადრიდის „რეალის“ თემა. ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი კი ქართველში არანორმალურ თანხას ითხოვს – 150 მილიონ ევროს.

ცნობილია ისიც, რომ თავად ფეხბურთელს „რეალი“ ბავშვობიდან უყვარს და ამ გუნდში თამაშზე ოცნებობს.

ესპანურ იპრესა წერს, რომ „რეალი“ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელზე ინფორმაციას აგროვებს.

„რეალმა“ ახლახან ჯუდ ბელინგემი შეიძინა და მასში 100 მილიონზე მეტი გადაიხადა. რამდენად დათანხმდება თუნდაც ამდენივეს გაღებას კიდევ ერთ ახალგაზრდაში, ძნელია სათქმელია. თუმცა ქართველისადმი „რეალის“ მოწადინების ფაქტი უკვე სასიამოვნოა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გაქცევა: ჩელსისა და არსენალის ინტერესი – გაძეტა დელო სპორტმა მიქაუტაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა

აშშ-ში ევროპული გრანდების სუპერტურნირი გაიმართება – გუნდები და თარიღები ცნობილია