in

რეალი თუ ბარსელონა? – ხვიჩამ ცერემონიაზე კითხვაზე უპასუხა

“ოქროს ბურთის” 2023 წლის დაჯილდოებაზე საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მე-17 ადგილი დაიკავა და ესპანელმა ჟურნალისტმა მიკროფონით კითხვით მიმართა – რომელ კლუბს ანიჭებს უპირატესობას, “რეალს” თუ “ბარსელონას”?

ქართველმა, რომელიც ბავშვობიდან “რეალის” გულშემატკივარია, ლაკონურად უპასუხა: “ორივეს! ეს ორი შესანიშნავი კლუბია”.

ნეაპოლური საიტები აღნიშნავენ, რომ კვარაცხელია არ დაიბნა, ჭკვიანური და დიპლომატიური პასუხი გასცა და არასაჭირო სპეკულაციას თავი აარიდა.

“ნაპოლი” 3 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე “რეალთან” სახლში 2:3 დამარცხდა. ეს გუნდები ერთმანეთს 30 ნოემბერს მადრიდში შეხვდებიან და ხვიჩას “სანტიაგო ბერნაბეუზე” თავის გამოჩენის შანსი მიეცემა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგამ 4 წუთი ითამაშა, სანდრო ისევ არ ყოფილა

მოსალოდნელიც იყო: მამარდა ტურის სიმბოლურშია – დღეს დაისვენებს