in

ხვალ მსოფლიო იწყება: ურთულესს ჯგუფს მასპინძლით ვხსნით

8-14 მარტს, წყალბურთში, მსოფლიოს თასის ჯგუფური ეტაპი გაიმართება, რომელსაც ზაგრები (ხორვატია) და პოდგორიცა (მონტენეგრო) უმასპინძლებენ.

ფინალური ეტაპის 6 საგზურისთვის 12 ნაკრები იბრძოლებს, მათ შორის საქართველოც.

A ჯგუფი (ზაგრები):
იტალია, იაპონია, ხორვატია, უნგრეთი, საფრანგეთი, აშშ

B ჯგუფი (პოდგორიცა):
სერბეთი, საბერძნეთი, საქართველო, ავსტრალია, ესპანეთი, მონტენეგრო

ჯგუფებში გუნდები წრიული სისტემით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 3-3 საუკეთესო ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

საქართველოს ნაკრების მეტოქეებად ჰყავს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული სერბეთი და ვერცხლის მედალოსანი საბერძნეთი, მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი, ევროპის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი მონტენეგრო.

საქართველოს ნაკრები:
ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე, სანდრო ადეიშვილი, ანდრია ბითაძე, ბესარიონ ახვლედიანი, მარკო ელაჩა, ვალიკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, რევაზ იმნაიშვილი, დუშან ვასიჩი, იოვან სარიჩი, საბა ტყეშელაშვილი, არტიომ ძიხწიარენკა
მწვრთნელები: ზურაბ რურუა, გელა ტუკვაძე.

8 მარტი. ავსტრალია-სერბეთი, საბერძნეთი-ესპანეთი, მონტენეგრო-საქართველო
9 მარტი. მონტენეგრო-ესპანეთი, საქართველო-ავსტრალია
10 მარტი. ესპანეთი-საქართველო, სერბეთი-საბერძნეთი
11 მარტი. მონტენეგრო-სერბეთი, საბერძნეთი-ავსტრალია
12 მარტი. მონტენეგრო-ავსტრალია, ესპანეთი-სერბეთი
13 მარტი. საბერძნეთი-საქართველო, ავსტრალია-ესპანეთი
14 მარტი. საქართველო-სერბეთი, მონტენეგრო-საბერძნეთი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოცნებას ავისრულებ: მესი მულტსერიალის გმირი გახდება

ხვიჩა გადმოდი რეალში და მაისურს გაჩუქებ: გუტიმ გაიგო, რომ კვარას კუმირი იყო