in

ხვიჩას მწვრთნელი გამოიკვეთა

Torino (Italia) 02/11/2022 - Champions League / Juventus-Paris Saint Germain / foto Imago/Image Sport nella foto: Christophe Galtier ONLY ITALY

„ნაპოლიდან“ ლუჩაო სპალეტის წასვლის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტს თავსატკივარი გაუჩნდა. თითქოს არ უნდა ყოფილიყო რთული ახალი მწვრთნელის შერჩევა, ასეთ კარგ გუნდში მუშაობა ვის არ უნდა, მაგრამ ბევრმა სპეციალისტმა თავი შეიკავა და აურელიო დე ლაურენტისს ერთი მეორეს მიყოლებით უთხრეს უარი.

თუმცა დასასრული ყველაფერს აქვს და როგორც ეტყობა „ნაპოლიც“ ახერხებს ერთ-ერთთან შეთანხმებას. საუბარია პსჟ-დან გაშვებულ კრისტოფ გალტიეზე.

იტალიური პრესა წერს, რომ ეს საქმე გამოსულია.
დე ლაურენტისმა ფრანგ სპეციალისტთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ყველაფერი ოფიციალურად მალე გაფორმდება.

გალტიე 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და 4 მილიონ ევროს აიღებს.

გალტიე საფრანგეთის ჩემპიონი კი გახდა, მაგრმ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე ისევ მოეცარა ხელი და დიდი ცვლილებების ატეხილ გუნდში მწვრთნელიც აღარ დაიტოვეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბელგია ჩვენსავით გაძლიერდა და საბოლოო შემადგენლობა დაასახელა

მამარდას ახალი ვარიანტი: ინტერს ქართველი უნდა, ოღონდ ცოტა იაფად