ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთმელმა ლეონიდ სლუცკიმ გუნდის გამოსვლაზე ისაუბრა და ლეგიონერების წასვლაზე გაამახვილა ყურადღება. ბუნებრივია მათში ერთ-ერთი მთავარი ხვიჩა კვარაცხელია იყო.
„როდესაც არც თუ დიდი კლუბი კარგ სეზონს ატარებს, ყველა ფეხბურთელი იწყებს ფიქრს: აი ჩემი დრო დადგა და უნდა წავიდე. დაინახეს, რომ მაკაროვი და სტარფილდი გაყიდეს, იყო წინადადება დიუპინზე, სამოშნიკოვზე, დესპოტოვიჩზე, ხვიჩაზე. სერიოზულ წინადადებამდე არ მისულა, მაგრამ ხვიჩას მამა და აგენტი ყოველდღე ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ: ცოტა ხანი მოითმინე, დაჯექი სკამზე სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე და სადმე გაგყიდით. არადა, მთელი ეს დრო საჭიროა ფეხბურთის თამაში“ – თქვა სლუცკიმ.
გარდა ამისა, სლუცკიმ აღნიშნა, რომ „რუბინი“ ლეგიონერებზე ყველაზე მეტად დამოკიდებული გუნდი იყო და ახსნა, რატომ დატოვა კვარაცხელიამ რუსეთი.
„ხშირად მეკითხებიან რატომ წავიდნენ „რუბინიდან“. რატომ არ დარჩნენ დასახმარებლად? იმიტომ რომ ისეთი ცხოვრებისეული ვითარება იყო, რომ დახმარება პრიორიტეტი ვერ იქნებოდა. არასდროს არავინ მოვა დასახმარებლად, როცა 10-ჯერ ნაკლებ ხელფასს შევთავაზებ. ყველასთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს, ვინც წავიდა. ადამიანურ კატაკლიზმებთან ეს არ მუშაობს. ხვიჩაზე და მის ოჯახზე ყოველდღე ზეწოლა იყო.
ნუთუ ხვიჩას 10-ჯერ მეტს უხდიდნენ ბათუმში?
როგორც ვარიანტი ისე ვთქვი, მაგრამ თუ კონკრეტულად ხვიჩაზე მეკითხებით, მზად ვარ ყველა მათგანზე კონკრეტულად გიპასუხოთ. ხვიჩა: როდესაც ყოველდღიურად გავიწროვებენ, როდესაც ყოველდღე შენს ფანჯრებთან ქვები ცვივა, როდესაც შენ და მამაშენს მანქანა ჩაგიმსხვრიეს და ყოველდღიურად არანორმალური ზეწოლა ხდება, ალბათ წახვალ კიდეც.
GIPHY App Key not set. Please check settings