in ,

ხვიჩას გადაუწევენ: იტალიის ჩემპიონატი შესაძლოა გადაიდოს

სერია ა-ს პრეზიდენტი ლორენცო კაზინი ამბობს, რომ ახალი სეზონის დაწყება შესაძლოა გადაიდოს იტალიაში ანომალიური სიცხის გამო.

„რთული იქნება სეზონის 13 აგვისტოს დაწყება. პირველი პრობლემა უკავშირდება კლიმატს, თუ ამჟამინდელი ტემპერატურა შენარჩუნდა, ძალიან რთული იქნება აღნიშნულ დროს სეზონის დაწყება. მეორე მომენტი იმაშია, რომ ეს სეზონი თავისთავად უჩვეულო იქნება მსოფლიო ჩემპიონატით გამოწვეული პაუზის გამო“, – დაწერა კაზინის სიტყვები Football Italia-მა.

მედიის ცნობით, ჰაერის ტემპერატურამ იტალიის ზოგიერთ რეგიონში შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს.

სერია ა-მ 2022/23 წლების კალენდარი 24 ივნისს წარადგინა.

არადა, ხვიჩას გამო, წელს რომ ველოდებით და გვაინტერესებს სერია ა, ასე დიდი ხანია არ გვდომებია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: სპალეტიმ ოსიმჰენი ფეხბურთელებთან კამათის გამო გააგდო

კრიშტიანოს ამბები: სიმეონეს უნდა, ხალხს არა – აქ რა ნაგავს აგროვებთ