ყაზანის „რუბინს“ მაგარი სირცხვილი მოუვიდა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი კონფერენს ლიგის მატჩის სათამაშოდ პოლონეთში ჩავიდა „რაკუვასთან“ (0:0). პრობლემები შეიქმნა არ ამარტო თამაშის მხრივ, არამედ ეკიპირებაზეც.
პირველი ტაიმის შუაში „რუბინის“ ფორმა იაფფასიან ჩინურ პატენტს დაემსგავსა. ნომრები და გვარები ჩამოირეცხა, ასოები ზოგს საერთოდ მოძვრა, ზოგს ნაწილობრივ და შესაბამისად ახალი გვარები მივიღეთ. მათ შორის ჩვენს კვარაცხელიაზეც. ქართველს გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, როდესაც პირისპირ გავიდა, მაგრამ მეკარემ იხსნა თავისი გუნდი.
GIPHY App Key not set. Please check settings