in

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ: ბასილაშვილი Top 30-შია

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გასულ კვირას ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ მასტერსზე პირველივე მატჩი წააგო, თუმცა ATP-ს მიერ განახლებულ რეიტინგში მაინც დაწინაურდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, TOP 30-ს დაუბრუნდა.

ბასილაშვილს აქტივში 1 885 ქულა აქვს, მორიგი გამოცდა კი იტალიის დედაქალაქ რომში დაწყებულ მასტერსზე ელის, რომლის საპრიზო ფონდიც 2 563 710 ევროა. ქართველი ჩოგბურთელი Italian Open Internazionali d’Italia-ში ხვალ ჩაებმება, მისი მეტოქე კი მადრიდის მასტერსის ფინალისტი მატეო ბერეტინი იქნება.
ეს უკანასკნელი განახლებულ კლასიფიკაციაში მე-9 ადგილზეა, საქართველოს პირველ ჩოგანთან ურთიერთშეხვედრებში კი თანაბარი ბალანსი (2-2) აქვს.

ცნობისთვის, ბასილაშვილი მსოფლიოში კლასიფიკაციის 30-ე საფეხურზე ბოლოს გასული წლის აგვისტოში იმყოფებოდა, მისი საუკეთესო შედეგი კი, 2019 წლის მაისით თარიღდება, როდესაც მე-16 პოზიციას უწია. ამჯერად, ნიკოლოზმა რეიტინგში 1 ადგილით წაიწია და მე-3 ათეულიდან ამერიკელი ტეილორ ფრიცი გამოაძევა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მერსედესის ჰემილტონმა ესპანეთის გრან-პრი მოიგო

უეფა ჩემპიონთა ლიგის ლოგოს განაახლებს