in

უეფა ჩემპიონთა ლიგის ლოგოს განაახლებს

მომდევნო სეზონში, ტურნირის დაწყებამდე უეფა ჩემპიონთა თასის ლოგოტიპში ცვლილებებს შეიტანს.

Footy Headlines-ის ინფორმაციით, საუბარია უმნიშვნელო ვიზუალურ შესწორებებზე.

კორექტურას დაექვემდებარება წარწერის ზომა (სიტყვა League უფრო მსხვილი გახდება), ფორმა (სიტყვა UEFA უფრო მსუყედ გამოჩნდება) და შრიფტი (ასო P, მაგალითისთვის).

გარდა ამისა, სავაჭრო ნიშნის სიმბოლო ასო E-ს მარჯვენა მაღალ მხარეს აღმოჩნდება და არა ლოგოს დაბლა.

ახალი ფერების გამოჩენა ნაკლებად სავარაუდოა.

სავარაუდოდ განახლებული ლოგოტიპი 2024 წლამდე გამოიყენება, სანამ რეფორმირებული ტურნირი დაიწყება.

ჩემპიონთა ლიგის ორიგინალური ლოგოტიპი 1992 წელს გამოჩნდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ: ბასილაშვილი Top 30-შია

პირლო მიდის, ფლიკი მოდის: გერმანიამ მწვრთნელი იშოვა, იუვენტუსი მოძებნის