in ,

ჭიაბრიშვილის წინასამატჩო კომენტარი

“ფეხბურთია… თამაში 90 წუთი გრძელდება და ჩვენ პირველ თამაშში გვქონდა კარგი შანსები, რომ ეს თამაში მინიმუმ არ წაგვეგო, მაგრამ რაღაც ეტაპზე დავკარგეთ კონცენტრაცია და საბოლოო ჯამში უხეში შეცდომებით დავმარცხდით… ასეა, როდესაც 90 წუთი არ ხარ კონცენტრირებული, ასე შეიძლება მოხდეს…

პირველ მატჩში საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა. დიდი
არენა გვაქვს და ამას გარკვეული წნეხი ჰქონდა. ვფიქრობ, აქაც ბევრი ადამიანი მოვა, რომლებიც კარგ ატმოსფეროს შექმნიან. ჩვენ უფრო ლაღადად და მშვიდად ვითამაშებთ, ვიდრე სახლის მატჩში, რომელსაც თავისი დაძაბულობა ჰქონდა და წნეხი ჩვენზე მოქმედებდა.

მოწინააღმდეგის შესახებ ინფორმაციის მოპოვება რთული არ იყო და მათზე ყველაფერი ვიცოდით. ერთია, როდესაც ითამაშებს და უშუალოდ შეეხები ამას და მეორეა, როდესაც გააანალიზებ ტელევიზორიდან.

წნეხი აღარ გვაქვს… მთავარი იყო ჩვენი გულშემატკივრისთვის, რომ სახლში გაგვემარჯვა. ჩვენ ეს მოვახერხეთ, მაგრამ არ ვიძახი, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო… ჩვენ ყველა მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ… ჩვენ წინააღმდეგ საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდი ასპარეზობდა და ვერ გავიმარჯვეთ…

“დინამოს” თამაშებს ყოველთვის წნეხი ახლავს და ამას გვერდს ვერ ავუვლით, რადგან ვისაც არ უნდა ვეთამაშებოდეთ, ავტომატურად წნეხია… ამას მიჩვეულები ვართ, აქ არ იქნება დამატებითი საფიქრალი და აქ უშუალოდ მატჩზე ვიქნებით კონცენტრირებულნი და მხოლოდ თამაშზე ვიფიქრებთ”, – თქვა ჭიაბრიშვილმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბრედლი ბილს უნიკალური კონტრაქტი გაუფორმეს

მადრიდის რეალის ფრენჩაიზი BMW-ს ავტომობილებს მიიღებს