in

არ გვაქვს გამოცდილება და გამარჯვებულის ფსიქოლოგია: რატომ წააგო დინამომ

თბილისის „დინამომ“ დასანანი მარცხი იწვნია ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანასთან“. „დინამომ“ ბევრი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ გატანა და ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა და 1:2 წაგების გამო (პირველი მატჩი 1:1) ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება. წაგების მიზეზებზე მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა.

ორ წუთში გამოვარდნილი დინამო: მორჩა ლიგა, წავედით კონფერენს ლიგაზე

გიორგი ჭიაბრიშვილი:

„ორი თანაბარი გუნდი თამაშობდა. ასეთ დონეზე დიდ როლს თამაშობს ის ერთი წუთი, როდესაც კონცენტრაცია დავკარგეთ და 2 გოლი გავუშვით. სწორედ კონცენტრაცია და გამოცდილება დაგვაკლდა.

ეს იყო მიზეზი და პირველი თამაშშიც სწორედ ასე მოხდა. ახლა კი წამიერი კონცენტრაციის დაკარგვა ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნად დაგვიჯდა. ეს ტურნირი ასეთ რამეს არ გპატიობს. ბევრი ახალგაზრდა გვყავს, რომელიც გამოცდილებას სწორედ ასეთ მატჩებში იღებს.

მჯერა, საბოლოოდ მაინც მივაღწევთ იმას, რაც გვინდა. ახლა გადავერთვებით კონფერენსლიგაზე და შევეცდებით, უკეთ ვითამაშოთ.

ფსიქოლოგია და მენტალიტეტი მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი შეძახილებით არ მოდის, თუ ფეხბურთელი ასეთ დონეზე არ თამაშობს. თუ გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ გვაქვს, შეიძლება ხელიდან გავუშვათ მონაპოვარი. ეს პრობლემაა. ამისთვის გვჭირდება საერთაშორისო სანაკრებო და საკლუბო დონეზე გამოცდილება.

ევროთასებზე ჩვენი ასპარეზობა ამით არ სრულდება, კონფერენციის ლიგაზე გადავინაცვლებთ და შევეცდებით, რომ იქ ვაჩვენოთ სასურველი თამაში. ახლა ჩემი მიზანია, რომ გუნდში რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს კარგი განწყობა, რადგან ფეხბურთელები ძალიან დართგუნული არიან ამ მარცხის გამო”.

გრიგორი ბაბაიანი (“ასტანას” მწვრთნელი):

„პირველი 20 წუთი ისეთი იყო, როგორც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ გოლმა ყველაფერი შეცვალა და გადაწყობაც ამის გამო მოგვიხდა. გოლამდე, მოედნის ცენტრში თამაშს ვაგებდით და შეცვლები დაგვჭირდა.
იყო შეცდომები, მაგრამ საბოლოოდ მთავარი შედეგია, რომელსაც მივაღწიეთ.
მატჩის დასასრული რთული იყო, ჩვენზე ზეწოლა ხორციელდებოდა. მაგრამ მთავარია, მოვიგეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით.

ეს იყო გუნდური სულისკვეთების გამოვლინება. ტაქტიკურადაც გადავეწყვეთ, რადგან მოედნის ცენტრში მოვახერხეთ თამაშის გაუმჯობესება.
ბოლოს შეიძლებოდა გაგვეშვა და შეგვეძლო მესამე გოლიც გაგვეტანა. საბოლოოდ, კმაყოფილები ვართ, რომ ვრჩებით ჩემპიონთა ლიგაზე“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ორ წუთში გამოვარდნილი დინამო: მორჩა ლიგა, წავედით კონფერენს ლიგაზე

სლოვანი პენალტებით გავიდა: ჩემპიონთა ლიგის ყველა შედეგი და მე-2 ეტაპის წყვილები