in ,

სლოვანი პენალტებით გავიდა: ჩემპიონთა ლიგის ყველა შედეგი და მე-2 ეტაპის წყვილები

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წყვილებიც ცნობილია. სამწუხაროდ, მათ შორის არ არის თბილისის „დინამო“, თუმცა ქართველები რჩებიან. პირველ რიგში, ბრატისლავის „სლოვანი“, სადაც ორი ჩვენიანი თამაშობს.
სლოვაკეთის ჩემპიონმა სტუმრად ლუქსემბურგის „ესპერანჟი“ 2:0 დაამარცხა (პირველი მატჩი 1:1). ჯაბა კანკავა და გურამ კაშია ძირითადში იყვნენ და სრულად ითამაშეს.
მე-10 წუთზე მასპინძლებმა პენალტი მოიპოვეს, მაგრამ „სლოვანის“ მეკარემ მოიგერია.
თავის მხრივ სტუმრებმაც მიიღეს 11-მეტრიანები, თანაც ორჯერ და ორივეჯერ უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა მშვენივრად შეასრულა.

მომდევნო ეტაპზე გავიდა ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბახიც“, რომელსაც არ გასჭირვებია გიბრალტარული ბარიერის გადალახვა. ქართველი მეკარე სათადარიგო იყო.

ჩემპიონთა ლიგა

I საკვალიფიკაციო ეტაპი

ჰაკენი (შვედეთი)-ნიუ საინტსი (უელსი) 3:1, 2:0
ბალკანი (კოსოვო)-ლუდოგორეცი (ბულგარეთი) 2:0, 0:4
შემროკი (ირლანდია)-ბრეიდაბლიკი (ისლანდია) 0:1, 1:2
ჟალგირისი (ლიეტუვა)-შტრუგა (მაკედონია) 0:0, 2:1
კლაკსვიკარი (ფარერები)-ფერენცვაროში (უნგრეთი) 0:0, 3:0
ოლიმპია (სლოვენია)-ვალმიერა (ლატვია) 2:1, 2:1
ჰიკ (ფინეთი)-ლარნი (ჩრ. ირლანდია) 1:0, 2:2 (დ.დ.)
ლინკოლნი (გიბრალტარი)-ყარაბახი (აზერბაიჯანი) 1:2, 0:4
რაკოვი (პოლონეთი)-ფლორა (ესტონეთი) 1:0, 3:0
სლოვანი (სლოვაკეთი)-ესპერანჟი (სლოვაკეთი) 1:1, 2:0
ფარული (რუმინეთი)-შერიფი (მოლდოვა) 1:0, 0:3 (დ.დ.)
ჰამრუნი (მალტა)-მაკაბი (ჰაიფა, ისრაელი) 0:4, 1:2
ურარტუ (სომხეთი)-ჟრინსკი (ბოსნია) 0:1, 3:2 პენ. 3:4
პარტიზანი (ალბანეთი)-ბატე (ბელარუსი) 1:1, 0:2
ასტანა (ყაზახეთი)-დინამო (თბილისი, საქართველო) 1:1, 2:1

II საკვალიფიკაციო ეტაპი

ჩემპიონთა გზა

ჟალგირისი (ლიეტუვა)-გალათასარაი (თურქეთი)
ლუდოგორეცი (ბულგარეთი)-ოლიმპია (სლოვენია)
რაკოვი (პოლონეთი)-ყარაბახი (აზერბაიჯანი)
კლაკსვიკარი (ფარერები)-ჰაკენი (შვედეთი)
ჰიკ (ფინეთი)-მიოლდე (ნორვეგია)
ბრეიდაბლიკი (ისლანდია)-კოპენჰაგენი (დანია)
შერიფი (მოლდოვა)-მაკაბი (ჰაიფა, ისრაელი)
არისი (კვიპროსი)-ბატე (ბელარუსი)
ჟრინსკი (ბოსნია)-სლოვანი (სლოვაკეთი)
დინამო (ხორვატია)-ასტანა (ყაზახეთი)

პირველი მატჩები 25/26 ივლისს გაიმართება, განმეორებითი – 1/2 აგვისტოს

ლიგის გზა

დნიპრო (უკრაინა)-პანათინაიკოსი (საბერძნეთი)
სერვეტი (შვეიცარია)-გენკი (ბელგია)

პირველი მატჩები 25 ივლისს გაიმართება, განმეორებითი – 1/2 აგვისტოს

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არ გვაქვს გამოცდილება და გამარჯვებულის ფსიქოლოგია: რატომ წააგო დინამომ

ვიცი ჯოჯოხეთი გველოდება, მაგრამ მოგებას შევძლებთ: ტორპედო იმედიანადაა