საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ისრაელში მასპინძელ ასაკობრივ ნაკრებთან საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლში – 3:2 დაამარცხა.
ქალაქ შეფაიმში ჩატარებულ შეხვედრაში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებიდან ჰეთ-თრიკი საბურთალოს შემტევმა – ლუკა წულიკიძემ გაიტანა.
ვასილ მაისურაძის გუნდი, ისრაელის ტურნეს ფარგლებში, მასპინძლებთან მომდევნო ამხანაგურ მატჩს 13 თებერვალს ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings