in ,

ვიდეო:საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდშია

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის, მე-10 ჯგუფის მორიგი მატჩი დღეს ნორვეგიის წინააღმდეგ გამართა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო.

ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილმა გაიტანა და, თანაც, პირდაპირ კუთხურიდან – გოლი მართლაც ლამაზი გამოვიდა.

35-ე წუთზე ნოვერგიელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ – საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ჩელსის შემტევ ბრაიან ფიაბემას ლუკა ხარატიშვილმა აჯობა და პენალტი აუღო.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა 7 ქულით ჯგუფში პირველ ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში გავიდა. საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 6-დან 12 ოქტომბრამდე ნორვეგიამ უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა გამოსვლა უელსთან უგოლო ფრით დაიწყო. შემდეგ ვასილ მაისურაძის გუნდმა კოსოვოს 1:0 მოუგო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნორვეგიასთან: ხარატიშვილი, პირტახია, გაგნიძე (უგრეხელიძე), დუნდუა, ჩხეტიანი, ო.მამაგეიშვილი, სალუქვაძე, გეგუჩაძე, გ.მამაგეიშვილი (ცხოვრებაშვილი), გვიშიანი, კვერნაძე (იობაშვილი).

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საინტერესო სტატისტიკა: საქართველო ინგლისს ჯობნის

მძიმე 9 წლიანი პერიოდი დასრულდა: საქართველომ მოიგო