in

ნინო წიკლაური: ნოდარის შემდეგ საბასთან ერთად ოლიმპიადაზე გამოსვლა განსაკუთრებით ემოციური იყო

პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით 9 სპორტსმენი ასპარეზობს, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი 4-გზის ოლიმპიელი ნინო წიკლაურია.
წიკლაურმა მისთვის მე-4 ოლიმპიადაზე გიგანტურ სლალომში საუკეთესო შედეგი აჩვენა და 34-ე ადგილზე გავიდა. სლალომში კი,42-ე ადგილს დასჯერდა.

Sport4me.ge ნინო წიკლაურს პეკინში დაუკავშირდა და მას მოკლე კომენტარი ჩამოართვა.

“ოლიმპიადაზე მოხვედრა ნებისმიერი სპორტსმენის ოცნება და მიზანია. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქვეყანა ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ ღონისძიებაზე 4-ჯერ წარვადგინე. ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ, რადგან ხშირი ტრავმების გამო ბევრი არ მივარჯიშია და ფორმაში არ ვიყავი. 34-ე ადგილი არაა ის შედეგი, რომ დიდად კმაყოფილი დარჩე, მაგრამ ამ რეალობიდან მაინც მოვახერხე და შევძელი ჩემი საუკეთესო შედეგის დაფიქსირება. ტრასა რთული არის, უბრალოდ ძალიან უხეში თოვლია და ეს არის მიზეზი, რომ ბევრმა სპორტსმენმა ვერ შეძლო ტრასის ბოლომდე გავლა.

ჯერ არ ვიცი, გამოვალ თუ არა მომდევნო ოლიმპიადაზე. ასე გრძელვადიან გეგმებს ვერ ვსახავ, მაგრამ მსურს საქართველოში ეს სპორტი კიდევ უფრო განვითარდეს. ამის ყველანაირი რესურსია ჩვენს ქვეყანაში. ასეთი კარგი თოვლი და ადგილები სამთო-სათხილამურო სპორტისთვის ბევრგან არაა.

ვანკუვერში ნოდარის ტრაგედია ყველასთვის უდიდესი დარტყმა იყო და ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური იყო, რომ ნოდარის შემდეგ საბასთან ერთად მომიწია ოლიმპიადაზე ასპარეზობა”, – თქვა ნინო წიკლაურმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამა-შვილი მამარდაშვილი ვალენსიაში

წულუკიძის ჰეთ-თრიკი: 19 წლამდელებმა ისრაელი დაამარცხეს