in ,

წაგების უფლების გარეშე: რამდენს ათამაშებენ ჩაკვეტაძეს – კვირას დებიუტს ველით

კვირას, 6 თებერვალს დიდი ალბათობით გიორგი ჩაკვეტაძეს გერმანიის პირველობაზე ვიხილავთ.

“ჰამბურგი” მეორე ბუნდესლიგის 21-ე ტურში ლიდერ “დარმშტადს” სტუმრად ეთამაშება და წესით ჩვენიანიც უნდა ათამაშონ. თუ ძირითადში არა, შეცვლაზე მაინც.

მეორე ბუნდესლიგაში 20 ტურის მერე ახლა ასეთი ვითარებაა. პირველზე სწორედ „დარმშტადია“ 39 ქულით. „ჰამბურგს“ 34 ქულა აქვს და მე-5-ზეა, თუმცა მასავით 34 ქულა აქვთ მის წინ მყოფ „შალკეს“ და უკან მყოფ „ჰეიდენჰემს“. 1 ქულით მეტი, 35 ქულა აქვს მესამეადგილოსან „ვერდერს“, ხოლო მეორეზე „სანკტ პაულია“ 37 ქულით. მოკლედ, დიდი სიმჭიდროვეა და ცხარე ბრძოლებია მოსალოდნელი ბუნდესლიგაში დასაწინაურებლად.

ამ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას “ბილდმაც” მიაქცია ყურადღება და ჩაკვეტაძეც ახსენა.

“ეს შეხვედრა “ჰამბურგისთვის” უმნიშვნელოვანესია. წაგება აკრძალულია. მარცხის შემთხვევაში “დარმშტადს” 8 ქულით ჩამორჩება.

22 წლის ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე ხუთშაბათს ბელგიიდან დაბრუნდა, დილით დამატებით ივარჯიშა, შემდეგ კი – გუნდთან ერთად. თუმცა ბევრი რამ იმას მოასწავებს, რომ ვალტერი ძირითად შემადგენლობაში დევიდ კონსომბის დააყენებს”.

გუნდის მწვრთნელმა ვალტერმა კლუბის საიტთან გიორგის შესახებ ისაუბრა: “როდესაც ბურთი აქვს, ძალიან კარგია, მაგრამ ბურთით კიდევ უფრო ინტენსიურად მუშაობა მოუწევს. თუმცა, ჩანს, რომ სწავლა უნდა და ჩემთვის ეს მთავარია“.

აღვნიშნოთ ისიც, რომ “დარმშტადსაც” და “ჰამბურგსაც” ჩემპიონატის ბოლო 4 მატჩია არ წაუგიათ. ხოლო მათი ურთიერთშეხვედრა თბილისის დროით 16:300 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავიწყეთ: ყვითელაშვილმა კარგად გახსნა – ცეკვების შემდეგ მე-6-ზე ვართ

ინგლისური კლუბები ყველაზე მეტს შოულობენ: ევროპაში ფულმა იკლო