in

ინგლისური კლუბები ყველაზე მეტს შოულობენ: ევროპაში ფულმა იკლო

უეფამ 2020 წლის მიხედვით ევროპული კლუბების ფინანსებზე ანგარიში წარადგინა.

ამ პერიოდში ყველაზე დიდი შემოსავალი პრემიერლიგის კლუბებს ჰქონდათ – ინგლისურმა გუნდებმა 5.168 მილიარდი ევრო იშოვეს, რომელთა დიდი ნაწილი ტელეტრანსლაციების უფლებების გაყიდვაზე მოდის.

ტოპ 10 ლიგაში 2020 ფინანსურ წელს წინა, 2019 წელთან შედარებით 9 ჩემპიონატში შემოსავლები შემცირებულია. ერთადერთი გამონაკლისი ბელგიაა – მატება 7%.

ტოპ 10 ლიგა 2020 ფინანსური წლის შემოსავლების მიხედვით:

1. პრემიერლიგა – 5,168 მლრდ ევრო (ძირითადი შემოსავალი – TV-კონტრაქტი, 2,333 მლრდ ევრო);

2. ლა ლიგა– 3,186 მლრდ ევრო (TV-კონტრაქტი, 1,338 მლრდ ევრო);

3. ბუნდესლიგა – 3,060 მლრდ ევრო (შემოსავლები სპონსორებიდან და კომერციული საქმიანობიდან, 1,321 მლრდ ევრო);

4. სერია ა – 2,052 მლრდ ევრო (TV-კონტრაქტი, 879 მლნ ევრო);

5. ლიგა – 1,680 მლრდ ევრო (შემოსავლები სპონსორებიდან და კომერციული საქმიანობიდან, 763 მლნ ევრო);

6. რუსეთის პრემიერლიგა – 777 მლნ ევრო (შემოსავლები სპონსორებიდან და კომერციული საქმიანობიდან, 602მლნ ევრო);

7. თურქეთის ჩემპიონატი – 609 მლნ ევრო (TV-კონტრაქტი, 244 მლნ ევრო);

8. ნიდერლანდების ჩემპიონატი – 558 მლნ ევრო (შემოსავლები სპონსორებიდან და კომერციული საქმიანობიდან, 272 მლნ ევრო);

9. ბელგიის ჩემპიონატი – 478 მლნ ევრო (შემოსავლები სპონსორებიდან და კომერციული საქმიანობიდან, 234 მლნ ევრო);

10. პორტუგალიის ჩემპიონატი – 391 მლნ ევრო (შემოსავლები სპონსორებიდან და კომერციული საქმიანობიდან, 131 მლნ ევრო).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წაგების უფლების გარეშე: რამდენს ათამაშებენ ჩაკვეტაძეს – კვირას დებიუტს ველით

ბასილაშვილი 152-ე ჩოგანთან დამარცხდა