in

…ძუ იყოს თუნდა ხვადია: ჩელსის უნიკალური შედეგი – ქალებიც და კაცებიც ლიგის ფინალში არიან

ლონდონის „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე უნიკალურ შედეგს მიაღწია. ის გახდა პირველი კლუბი ისტორიაში, რომლის მამაკაცთა და ქალთა გუნდები ერთ სეზონში ტურნირის ფინალში გავიდნენ.

ქალების „ჩელსიმ“ განმეორებით ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ დაამარცხა 4:1 (პირველი თამაში 1:2 ჰქონდა წაგებული).

„ჩელსიმ“ პირველად მოიგო ნახევარფინალური მატჩი. მანამდე ლონდონელებს 4 წაგება და 1 ფრე ჰქონდათ.

„ჩელსი“ მოედანს უგოლოდ არ ტოვებს 2019 წლის 21 აპრილის შემდეგ.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო 25 მატჩში „ჩელსიმ“ მარტო ერთხელ ვერ გაიტანა.

ამას ყველაფერს ქალებზე ვამბობთ.

შემდეგი გაჩერება უკვე ფინალია. 16 მაისი, გიოტებორგი, „გამლა ულევის“ სტადიონი. მეტოქე – „ბარსელონა“.

კაცების ამბავი კი გეცოდინებათ – 29 მაისს „ჩელსის“ ფინალი ინგლისურივე „მანჩესტერ სიტისთან“ აქვს.

რატომ გადის ჩელსი ფინალში: ისტორიაში მესამედ ინგლისური ფინალი იქნება

გოგონა „ჩელსელების“ ფანები ამაყები იყვნენ და სოცქსელებში ბევრი რამ დაუწერეს.
მაგრამ ეს ერთი გამოსარჩევია.
„ჩელსის“ ქალების გუნდი უკეთესია „არსენალის“ კაცების გუნდზე“.
იქნებ მართალიც იყოს…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვერცერთი ლიცენზია სოფიაში: ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მხოლოდ სამ წონაში გვეყოლება

მჭედლიძემ ბათუმის დინამო დატოვა