in ,

მჭედლიძემ ბათუმის დინამო დატოვა

ლევან მჭედლიძე ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელი აღარ არის. მხარეებს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

მჭედლიძე აჭარულ კლუბში ამ წლის დასაწყისში ჩაირიცხა, თუმცა ვერა და ვერ იქცა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად და როგორც ჩანს კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

მჭედლიძე 2008-19 წლებში “ემპოლის” ფეხბურთელი იყო (150 მატჩი, 15 გოლი), ორი სეზონი იჯარით ითამაშა “პალერმოში” (11 მატჩი, 1 გოლი). მჭედლიძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ეროვნული გუნდის მაისურით კი 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.

მან კარიერის დიდი ნაწილი ტრავმებთან ბრძოლაში გაატარა. 2019 წელს საქართველოს ეროვნულ ლიგაში თამაში გადაწყვიტა და თბილისის “დინამოში” ჩაირიცხა, შემდეგ იყო ბათუმის “დინამო”, რომელიც უკვე დატოვა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

…ძუ იყოს თუნდა ხვადია: ჩელსის უნიკალური შედეგი – ქალებიც და კაცებიც ლიგის ფინალში არიან

ოლიმპიური კომიტეტი სპორტსმენებს ვაქცინებს გადასცემს: აცრა სავალდებულო არაა