in

ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ: მიქაუტაძეს აიაქსის ძირითადი უნდა

ამსტერდამის „აიაქსში“ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ ითამაშებს ქართველი ფეხბურთელი. ნიდერლანდურმა გრანდმა გიორგი მიქაუტაძე დიდის ამბით წარადგინა, ოფიციალური საიტი ჩვენიანის ამბებითაა აჭრელებული. თავად ფეხბურთელმა კი კლუბის ტელევიზიას მისცა ინტერვიუ:

ქართველი მეგოლე ლიონიდან: აიაქსი მიქაუტაძეს ეცნობა

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ისეთი დიდი კლუბის ფეხბურთელი გავხდი, როგორიც „აიაქსია“. ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც „აიაქსის“ ინტერესის შესახებ გავიგე. ყველამ კარგად იცის რა სახელი აქვს მსოფლიო მასშტაბით.

„აიაქსის“ ისტორია კარგად ვიცი. ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა რამდენჯერმე მოიგო და ამ გუნდს უდიდესი ფეხბურთელები ჰყავდა, მაგალითად, შოთა არველაძე, რომელიც ჩემი თანამემამულეა.
ეს დიდი გუნდია, სადაც არაერთ ბრწყინვალე ფეხბურთელს უთამაშია. არც დავფიქრებულვარ და აქ წამოსვლის გადაწყვეტილება ეგრევე მივიღე.

ბურთის ფლობა მოსწონს, ტექნიკა, სისწრაფე, გოლის გატანის ალღო მაქვს. ორივე ფეხით კარგად შემიძლია თამაში. ძალიან მიყვარს გოლის გატანა და პასების გაკეთება, მაგრამ ყოველთვის წინ გუნდის შედეგებს და გამარჯვებას ვაყენებ.

ვინ არის ჩემი კუმირი? – კრიშტიანო რონალდო და კიდევ ბევრი სხვა. არა მარტო ფეხბურთით, არამედ ცხოვრებაში პერსონალური თვისებებითაც. 38 წლის ასაკშიც ძალიან ბევრს შრომობს. მინდა მენტალურად მას ვგავდე.

ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ვითამაშო და დავამტკიცო, რომ მაქვს იმის მონაცემები, ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი ვიყო“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვაჩვენეთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია: ეს ქართული სულია – პრესკონფერენცია

ყველაზე ძვირადღირებული ქართველები: მიქაუტაძე პირველზეა – რამდენ ხანს გასტანს ეს ციფრები