in ,

ყველაზე ძვირადღირებული ქართველები: მიქაუტაძე პირველზეა – რამდენ ხანს გასტანს ეს ციფრები

გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის „აიაქსში“ გადავიდა, რომლის სანაცვლოდ ევროპული ფეხბურთის გრანდი 16 მლნ ევრო იხდის, ოღონდ ბონუსებით კიდევ 3 მილიონის დამატება მოუწევს.
ეს ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში გადახდილი სარეკორდო თანხაა.

აქამდე ქართველი ფეხბურთელის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი კახა კალაძეს ეკუთვნოდა, რომელიც 2001 წელს კიევის „დინამოდან“ „მილანში“ 16 მილიონ ევროდ გადავიდა.

საინტერესოა, რომ ამ ტრანსფერებში „აიაქსი“ არაერთხელ ფიგურირებს, ასევე მეორდება რამდენიმე ფეხბურთელი, მაგალითად გიორგი ქინქლაძე, რომელიც სამჯერ არის ნახსენები.

აქვე ვივარაუდოთ, რომ მიქაუტაძის ეს ტრანსფერი უახლოეს ხანში აღარ იქნება სარეკორდო, რადგან როდესაც თუნდაც თავად მიქაუტაძე, ან კვარაცხელია სხვა გუნდებში გადავლენ, მათ სანაცვლოდ უფრო მეტ თანხას გადაიხდიან.

ყველაზე ძვირადღირებული ქართული ტრანსფერები:

გიორგი მიქაუტაძე („მეცი“-„აიაქსი“, 19 მლნი ევრო, 2023 წელი)
კახა კალაძე (კიევის „დინამო“-„მილანი“, 16 მლნ, 2001)
ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმის „დინამო“-„ნაპოლი“, 10.8 მლნ, 2022)
გიორგი ქინქლაძე („მანჩესტერ სიტი“-„აიაქსი“, 8 მლნ, 1998)
გიორგი დემეტრაძე (კიევის „დინამო“- „სოსიედადი“, 5.4 მლნ, 2001)
გიორგი ქინქლაძე („აიაქსი“-„დერბი“, 5.0 მლნ, 2000)
შოთა არველაძე („აიაქსი“-„რეინჯერსი“, 4.5 მლნ, 2001)
გიორგი დემეტრაძე („ალანია“-კიევის „დინამო“, 3.2 მლნ, 1999)
გიორგი ქვილითაია („რაპიდი“-„გენტი“, 3.0 მლნ, 2018)
ალექსანდრე ამისულაშვილი („კაისერისფორი“-„კრასნოდარი“, 3.0 მლნ, 2011)
გიორგი ქინქლაძე (თბილისის „დინამო“-„მანჩესტერ სიტი“, 3.0 მლნ, 1995)

ამ სიაში მაღალ პოზიციაზე მოხვდება კონსტანტინე მარადიშვილიც თუ მას ჩვენიანად მივიჩნევთ. ის მოსკოვის ცსკა-დან „ლოკომოტივში“ 7 მილიონად გადავიდა 2021 წელს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ: მიქაუტაძეს აიაქსის ძირითადი უნდა

ჩემპიონთა ლიგის ყველა მონაწილე ცნობილია: წილისყრა დღესაა – ჩვენებიც არიან