in ,

ჩემპიონთა ლიგის ყველა მონაწილე ცნობილია: წილისყრა დღესაა – ჩვენებიც არიან

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და გაირკვა ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე.

ამ სტადიაზე მოგეხსენებათ 32 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ოთხ კალათაში არიან განაწილებული. პირველ კალათაში მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებულები, ასევე 6 წამყვანი ჩემპიონატის ჩემპიონები. დანარჩენ სამ კალათაში გუნდები უეფას საკლუბო რეიტინგის მიხვედით განაწილდნენ.

I კალათა: ნაპოლი (იტალია), ბარსელონა (ესპანეთი), პსჟ (საფრანგეთი), ბაიერნი (გერმანია), მანჩესტერ სიტი (ინგლისი), ფეიენოორდი (ნიდერლანდები), სევილია (ესპანეთი), ბენფიკა (პორტუგალია);

II კალათა: რეალი (ესპანეთი), პორტო (პორტუგალია), ბორუსია დორტმუნდი (გერმანია), ლაიპციგი (გერმანია), ატლეტიკო (ესპანეთი), ინტერი (იტალია), მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი), არსენალი (ინგლისი);

III კალათა: შახტარი (უკრაინა), ზალცბურგი (ავსტრია), მილანი (იტალია), ბრაგა (პორტუგალია), ლაციო (იტალია), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), კოპენჰაგენი (დანია), ეინდჰოვენი (ნიდერლანდები);

IV კალათა: ანტვერპენი (ბელგია), სელტიკი (შოტლანდია), გალათასარაი (თურქეთი), იანგ ბოიზი (შვეიცარია), ლანსი (საფრანგეთი), სოსიედადი (ესპანეთი), უნიონი (გერმანია), ნიუკასლი (ინგლისი).

ჯგუფური ეტაპის წილისყრა დღეს, 31 აგვისტოს მონაკოში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

კარგია, რომ ქართველ გულშემატკივარს დამატებითი საქომაგო მიეცემა, რადგან ლიგაზე რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს: კვარაცხელია, ხოჭოლავა, გოჩოლეიშვილი, აზაროვი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე ძვირადღირებული ქართველები: მიქაუტაძე პირველზეა – რამდენ ხანს გასტანს ეს ციფრები

ჩვენებურად დილით: როდის ითამაშებს საქართველო მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩებს