ასეთი რამ ხშირად არ ხდება: „ლივერპულმა“ მთავარი მეტოქე უბრალოდ დაშალა – 7:0. არადა, ახლა „იუნაიტედი“ უფროა ფორმაშიც და დიდ გულზეც, მაგრამ ძირს ისე დაანარცხეს, რომ შესაძლოა კარგა ხანი დასჭირდეს აზრზე მოსასვლელად. „ლივერპული“ კი საქმეშია და მორიგი ისტორიული გამარჯვება ჩაიწერა.
ლივერპული – მანჩესტერი 7:0 (1:0, 6:0)
1:0 – 43 გაკპო, 2:0 – 47 ნუნიესი, 3:0 – 50 გაკპო, 4:0 – 66 სალაჰი, 5:0 – 75 ნუნიესი, 6:0 – 83 სალაჰი, 7:0 – 88 ფირმინიო.
„ლივერპულმა“ ბოლო 5-დან 4 მატჩი მოუგო „მანჩესტერს“, აქედან სამი გამანადგურებელი ანგარიშით.
0:7 – ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა „მანჩესტერისთვის“ ბოლო 92 წელიწადში და ყველაზე უარესი პრემიერლიგის ისტორიაში.
„მანჩესტერმა“ 7 გოლი ერთ მატჩში პირველად გაუშვა 1931 წლის შემდეგ.
„მანჩესტერმა“ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა – 9 მოგება და 2 ფრე.
„ლივერპული“ ზედიზედ 5 მატჩია არ აგებს – 4 მოგება და 1 ფრე. საერთო ანგარიში – 13:0.
„მანჩესტერის“ ყველა ფეხბურთელმა და ტენ ჰაგმა 1-იანი მიიღეს Manchester Evening News-სგან.
სალაჰმა 10-დან 10 მიიღო Sky Sports-გან.
თვითმფრინავმა ბანერით „FSG – გაეთრიე. შეეშვით კლოპს. საკმარისია“ – „ენფილდს“ გადაუფრინა მატჩის დაწყებამდე.
კლოპი: „საქმე ის კი არ არის, რომ „ლივერპულს“ არ სურს მთელი სეზონი ასე ითამაშოს. 9-10 ტრავმა გვქონდა, ახლა ყველა მწყობრშია. ეს არის მთავარი განსხვავება.
ყველა იდეალური იყო. მშვენიერი დემონსტრაცია თუ როგორი შეუძლია და როგორი უნდა იყოს „ლივერპული“.
ტენ ჰაგი: „ეს არაპროფესიონალური იყო, გუნდი არ ვყოფილვართ. ძალიან გაბრაზებული ვარ“.
ლუკ შოუ: „მრცხვენი ფანების და ყველასი, ვინც ეს ნახა. ამ სირცხვილისგან გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ“.
ბრუნო ფერნანდეში: „შეიძლება წავიქცეთ, მაგრამ უნდა წამოვდგეთ. ასეთია „მანჩესტერი“.
როი კინი: “ცირკი ისევ ქალაქშია. თასის შემდეგ ბევრი იზეიმეს – ბიჭებს უნდა მიხედონ და თავი არ უნდა დაკარგო“.
„კარგი იქნება გამოძინება გენიოსო“ – მორგანმა ტენ ჰაგს რონალდოს თადარიგში დატოვება გაახსენა.
სალაჰი – „ლივერპულის“ საუკეთესო ბომბარდირია პრემიერლიგაში – 129 გოლი. მან რობი ფოულერს გადაასწრო.
სალაჰი რეკორდზე: „ასეთ მატჩში რეკორდის მოხსნა – არაჩვეულებრივია. პირველივე სეზონიდან ამას ვცდილობდი“.
GIPHY App Key not set. Please check settings