in

ბუდუმ გერმანია დაიწყო, კაკაბაძე ათამაშდა, პორტუგალიაში დერბი ვერ შედგა – ლეგიონერები

2023.02.17 Krakow Pilka nozna PKO Ekstraklasa sezon 2022/2023 Cracovia Krakow - Stal Mielec N/z gol bramka radosc Otar Kakabadze Foto Marta Badowska / PressFocus 2023.02.17 Krakow Football PKO Ekstraklasa season 2022/2023 gol bramka radosc Otar Kakabadze Credit: Marta Badowska / PressFocus

ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვიაში“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა ვროცლავის „შლიონსკის“ წინააღმდეგ – 1:1.
გაგახსენებთ, ქართველი მცველი წინა ტურში „პიასტთან“ მოგებულ შეხვედრაში (2:1) შეცვლაზე შევიდა და მატჩის გმირი გახდა (გოლი+პასი). კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, 68-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.
23 ტურის შემდეგ „კრაკოვიამ“ 33 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა.

ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „კარლსრუეში“, რომელმაც როსტოკის „ჰანზასთან“ შეხვედრა 2:0 მოიგო.
ბუდუ სათადარიგოებში იყო და მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა. ჩვენიანმა მუხლის მცირე ტრავმა მოირჩინა.
„კარლსრუემ“ ბოლო 4 შეხვედრა მოიგო, 31 ქულა მოაგროვ, მე-9 ადგილამდე ავიდა დაწინაურდა და აუტსაიდერთა ზონას 10 ქულით გაასწრო.

პორტუგალიის ჩემპიონატში ერთმანეთს ქართველების გუნდები შეხვდნენ, მაგრამ ქართული დერბი მაინც არ შედგა – „ჟილ ვისენტემ“ „მარიტიმუს“ შინ 2:0 მოუგო.
გიორგი აბურჯანია ძირითადში ვერ მოხვდა და მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა. „მარიტიმუს“ სათადარიგოთა შორის იყო გიორგი მაკარიძე.

ბაჩანა არაბულმა ავსტრალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და „ბრისბენთან“ „მაკარტურის“ გამარჯვებას სათავე დაუდო – 3:2.
ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა.
ბაჩანა 61-ე წუთზე შეცვალეს.
„ნიუკასლ ჯეთსმა“ სტუმრად 1:2 წააგო „ველინგტონ ფენიქსთან“. ბექა მიქელთაძე განაცხადში არ ყოფილა, ბექა დარცმელია კი მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა.

მომჯობინდნენ და ველოდებით – ლეგიონერები

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დინამო და ტაბიძე: საქართველოს უძვირესები

ცირკი ისევ ქალაქშია: ლივერპულმა მანჩესტერს სირცხვილი აჭამა, სალაჰი ყველა დროის ბომბარდირია