in

მომჯობინდნენ და ველოდებით – ლეგიონერები

სლოვაკეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ბრატისლავის „სლოვანი“ „ტრნავას“ შინ შეხვდა და 4:1 მოუგო.
სამივე ქართველი – გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე (87-ე წუთზე შეცვალეს) ძირითად შემადგენლობაში იყო. გოლის ავტორებს შორის ჩვენები არ არიან.
„სლოვანი“ 47 ქულით მე-2 ადგილზეა.
ჩვენების გუნდი 10 მარტს კონფერენს ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში გასვლაზე „ბაზელს“ შეხვდება.

თითქმის სამი კვირის შემდეგ გიორგი ქვილითაიაც მომჯობინდა და კვიპროსის თასზე შეცვლაზე ითამაშა „აპოელში“ (59-ე წუთიდან), რომელიც „ომონიასთან“ 0:2 დამარცხდა და გავარდა (პირველი მატჩი 2:1). „აპოელის“ ძირითადში იყვნენ ლაშა დვალი და მურთაზ დაუშვილი.

მომჯობინდა და შესაძლოა დღეს სადებიუტო მატჩი ითამაშოს ბუდუ ზივზივაძემაც, რომლის „კარლსრუე“ როსტოკის „ჰანზას“ სტუმრობს. თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია ჩვენიანი ძირითადში ვიხილოთ.

პოზნანის „ლეხმა“, სადაც ორი ქართველი ირიცხება, გდანსკის „ლეხიას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
ნიკა კვეკვესკირი ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა, ხოლო 47-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, გიორგი წიტაიშვილი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
23 ტურის შემდეგ „ლეხმა“ 39 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზეა.

სეზონი დაიწყო ყაზახეთში, სადაც კახა ცხადაძის „კასპიიმ“ „ორდაბასისთან“სტუმრად 1:3 წააგო. გიორგი ფანცულაია „კასპიის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და გოლიც გაიტანა. ჯაბა ჯიღაური კი 56-ე წუთზე შევიდა.
შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე ყაზახური კლუბის მთავარ მწვრთნელად დეკემბერში დაინიშნა და ბათუმის „დინამოდან“ გიორგი ფანცულაია და ჯაბა ჯიღაური წაიყვანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორდომ ქულები დაკარგა, ზურიკო შეცვლაზე შევიდა, შემდეგი კონკურენტია

სხვაგან მოთამაშე საშინაო მატჩები და ორი უგოლო თამაში: ეროვნული ლიგა