in ,

ჯერ მაინც გუნდია და მერჩივნა სხვა რამ მომეგო: სალაჰი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

მოჰამედ სალაჰი პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ინგლისის პროფესიონალი ფეხბურთელების ასოციაციის ვერსიით (PFA).

„ლივერპულის“ შემტევმა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობა გაიყო „ტოტენჰემის“ სონთან ერთად 23 გოლით (35 მატჩი).

ეგვიპტელმა ეს პრიზი კარიერაში მეორედ მოიგო. პირველად 2017/18 წლების სეზონში.

აღიარებაზე კომენტარი გაკეთა სალაჰმა.

„ყოველთვის სასიამოვნოა ტროფეის მოგება – ინდივიდუალურის, ასევე გუნდურის. ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ ამით.

განსაკუთრებით სასიამოვნოა ფეხბურთელების გამოკითხვის შედეგად გამარჯვება. როცა ამაზე ვფიქრობ, ვხდები, რომ პირველ რიგში ვისურვებდი პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგებას. თუმცა ინდივიდუალური პრიზი აჩვენებს, რომ კარგად იმუშავე. ეს გუნდური ტროფეის მაჩვენებელიცაა. გუნდი, რა თქმა უნდა, ყოველთვის პირველ ადგილზეა“.

ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო მეორე სეზონია ზედიზედ „სიტის“ ნახევარმცველმა ფილ ფოდენმა აიღო.

22 წლის ჰავბეკმა 28 შეხვედრაში 9 გოლი შეაგდო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩრდ მაკედონია – საქართველო ფოტოებში

პრემიერლიგის სიმბოლური ფეხბურთელების ვერსიით