ბათუმის „დინამოს“ სასწაულებრივად მომგები ბრატისლავას „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბუდაპეშტში ჩავიდა და მასზე მეტად ფავორიტად შერაცხულ „ფერენცვაროშს“ შეხვდა. ქართული დიასპორის „სლოვანმა“ მეტოქე სტუმრად 2:1 დაამარცხა და ამაში თავისი წვლილი ჩვენებმაც შეიტანეს.
უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა გურამ კაშიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ კი საგოლე პასი გაააკეთა.
„სლოვანის“ ძირითადში იყვნენ ტრადიციულად გურამ კაშია და ჯაბა კანაკავა და ორივემ ბოლომდე ითამაშა, ხოლო ჩაკვეტაძე მოედანზე 73-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და საგოლე გადაცემაც მოასწრო.
ამ დროისთვის „სლოვანი“ აგებდა. 70-ე წუთზე ზახარიასენმა სლოვაკების კარი აიღო. ვლადიმირ ვაისმა ორმაგი შეცვლა გააკეთა, ჩავრიჩი და ჩაკვეტაძე შევიდნენ და სლოვაკებმა სასურველ შედეგს მიაღწიეს.
81-ე წუთზე სტანდარტულიდან საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი კარის წინ დაბრუნდა, კაშიამ მცველს დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
86-ე წუთზე ჩაკვეტაძემ ბურთი საჯარიმოსთან მიიტანა და ბარსეგიანს მიაწოდა, რომელმაც ეფექტური გოლით შეაგდო – 1:2.
განმერებითი შეხვედრა ბრატისლავაში 27 ივლისს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings