in

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი: ყარაბაღი პლეი ოფშია, რეინჯერსმა დააქამბექა

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა და რამდენიმე საინტერესო შედეგიც დაფიქსირდა.

პირველ რიგში, ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდამ“ სომხური „პიუნიკი“ სტუმრად 2:0 დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა. პირველ მატჩში სერბებმა 5:0 გაილაღეს, შესაბამისად, ორ მატჩიან დუელში 7:0 დაფიქსირდა და მომდევნო ეტაპზე სერბები „მაკაბი ჰაიფას“ შეხვდებიან. აზაროვს არ უთამაშია, რადგან ყოველი ეტაპის წინ განაცხადი კეთდება, რომელიც ვერ დაკორექტირდება. სამაგიეროდ, აზაროვი პლეი ოფში ითამაშებს.

სერბების მოწინააღმდეგე „მაკაბი ჰაიფა“ იქნება, რომელიც გუშინ 0:2 კი დამარცხდა, მაგრამ პირველი მატჩი 4:0 ჰქონდა მოგებული და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. არადა, მატჩის 27-ე წუთზე „აპოლონი“ 2:0 იგებდა და მაგიური ქამბექის სურნელი დატრიალდა, თუმცა ეს იყო და ეს…

„ყარაბაღი“, რომელმაც მორიგი ზღაპრული საღამო გამოაცხო. „ფერენცვაროშთან“ პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, თუმცა სტუმრად აზერბაიჯანელებმა 3:2 მოიგეს და პლეი ოფში გავიდნენ. მერამდენე სეზონია აზერბაიჯანელები სტაბილურად, რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში თამაშობენ. არადა, ჩახედეთ შემადგენლობას და რაიმე განსაკუთრებულს თუ ნახავთ, ჩვენც გვითხარით. მოკლედ, ამ გუნდის მიმართ საქებარი სიტყვების მეტი არაფერი ითქმის.

შთამბეჭდავი პერფორმანსი შემოგვთავაზა გლაზგოს „რეინჯერსმა“, რომელსაც „როიალ უნიონთან“ პირველი მატჩი 0:2 ჰქონდა წაგებული, თუმცა ბოლო 1 წელია პროტესტანტები ქამბექის მამებად იქცნენ. გუშინ 3:0 გაიმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, სადაც „პსვ“ ეინდჰოვენს შეხვდებიან, რომელმაც დღის ცენტრალურ მატჩში „მონაკო“ დრამატულად, დამატებით დროში 3:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

კიევის „დინამომ“ გრაცის „შტურმი“ ასევე დამატებით დროში, 2:1 დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა. უკრაინელებმა თავდადებული ბრძოლით შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვეს და ვინ იცის, იქნებ ჯგუფშიც გავიდნენ…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჰალი თასს გამოეთიშა

ბუდუ ყარაბაღში?