in

ჩაშლილი მატჩი არ ჩაშალეს: აიაქსი თამაშს უმაყურებლოდ გააგრძელებს

ნიდერლანდების ჩემპიონატის ბოლო ტურში „აიაქსისა“ და „ფეიენოორდის“ შეხვედრა შეწყდა. სტუმრები 3:0-ს იგებდნენ და ამსტერდამელმა ფანებმა მოედანზე მაშხალების სროლა დაიწყეს. სტადიონის გარეთ პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.
„აიაქსმა“ ბოდიში მოიხადა გულშემატკივრების საქციელის გამო. მწვრთნელმა მორის სტეინმა კი კლუბისთვის „შავი დღე“ უწოდა.

აიაქსის თამაში ჩაიშალა: მიქაუტაძე არც ყოფილა

ბევრი ელოდა, რომ „აიაქსს“ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიდნენ, მაგრამ ქვეყნის ფეხბურთის სამეფო კავშირმა სხვა გადაწვეტილება მიიღო.

თამაში 27 სექტემბერს 55-ე წუთიდან მაყურებლების გარეშე განახლდება. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, იმ მათჩში გიორგი მიქაუტაძე სათადარიგო იყო.

ოთხშაბათს „აიაქსის“ „ვოლენდამთან“ სათასო მატჩი გადაიდო.

„აიაქსი“ უკმაყოფილო დარჩა გადატვირთული კალენდარის გამო. ამსტერდამელებს სურთ თამაში ნოემბრისთვის გადაედოთ, რადგან თასის შეხვედრის ოქტომბრის ბოლოს ჩატარება საქმეს ურთულებს.

ბარემ ვთქვათ ისიც, რომ „აიაქსმა“ სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი დაითხოვა.
განთავისუფლების მიზეზად კლუბში მხარდაჭერის დეფიციტი დასახელდა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებულ გამოძიებას, რომელიც გასულ კვირას დაიწყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თსუ ბენფიკასთან განადგურდა: გადავინაცვლეთ ევროპის თასზე

მამარდა ტურის სიმბოლურშია