in ,

აიაქსის თამაში ჩაიშალა: მიქაუტაძე არც ყოფილა

ამსტერდამის „აიაქსის“ თამაში ჩაიშალა: პირდაპირი და გადატანით მნიშვნელობითაც.

„აიაქსი“ ჩემპიონატის მე-5 ტურში ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგეს „ფეიენოორდს“ შეხვდა და ისე უიმედოდ და უჯიგროდ აგებდა (0:3), რომ გულშემატკივრებმა ვერ მოითმინეს და მოედანზე ცეცხლი დაანთეს – პეტარდები ისროლეს და ცეცხლი და კვამლი გაუშვეს. თამაში შეწყდა და დაახლოებით 15 წუთის შემდეგ განახლდა. ეს ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ხდებოდა.

37-ე წუთისთვის როტერდამელები უკვე 3:0-ს იგებდნენ.

მეორე ნახევარშიც ცხადია „აიაქსი“ ვერაფერი გუნდი იყო და ქომაგებს კიდევ ერთხელ რომ ამოასხათ, ისევ იგივე გაიმეორეს. მსაჯმა ისევ შეწყვიტა თამაში და უკვე საბოლოოდ. თამაში ოფიციალურად 56-ე წუთზე შეწყდა, 0:3-ზე.

„აიაქსმა“, როგორც სჩვევია ხოლმე, სეზონის წინ ფეხბურთელები გაუშვა. ეს ჯერაც შეუთამაშებელი, ძალიან ახალგაზრდული გუნდია. შესაძლოა მას ამ ეტაპზე დიდი წარმატებები ევროარენაზე არ მოსთხოვო, მაგრამ გადაურჩე წაგებას სიტარდთან, მერე ულაპარაკოდ წაააგო ენსხედეში და ახლა „ფეიენოორდის“ დასაცინი გახდე, ეს მაინც ნამეტანია.

ნიდერლანდების დონის ჩემპიონატში “აიაქსის“ მე-13 ადგილი (ჯერჯერობით), ზედიზედ 4 მოუგებელი (დღევანდელის ჩათვლით) მატჩი – ამას ვინ მოითმენს.

გიორგი მიქაუტაძე კი ისევ თადარიგში დარჩა და მოედანზე გასვლა ვეღარ მოასწრო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბაიერნის ახალი გასართობი, მანჩესტერის სხვადასხვა ქვეყნები, იმობილეს პირველი იტალიელობა და ჩავის 50 მოგება

კვარას კარგი, მაგრამ მშრალი მატჩი: ნაპოლიმ ისევ ვერ მოიგო