in

ბაიერნის ახალი გასართობი, მანჩესტერის სხვადასხვა ქვეყნები, იმობილეს პირველი იტალიელობა და ჩავის 50 მოგება

მიუნხენის „ბაიერნს“ ახალი ჰობი აქვს – ზედიზედ სამი წელიწადია „ბოხუმს“ 7:0 ანგრევს.
სერია 2021 წლის სექტემბერში დაიწყო. მაშინ, მე-5 ტურში „ბაიერნმა“ სანეს, კიმიხის, გნაბრის, ლევანდოვსკისა და შუპო-მოტინგის გოლებით მოიგო.
ერთი სრული წელიწადი არ იყო გასული, რომ ისტორია მე-3 ტურში განმეორდა. გაიტანეს სანემ, დე ლიხტმა, გნაბრიმ, კომანმა, მანემ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ახლა კი, ისევ მე-5 ტურში ისევ 7 უპასუხო გოლი, რომლებიც შუპო-მოტინგის, დე ლიხტის, სანეს, ტელის ანგარიშზეა, ხოლო ინგლისელმა ახალწვეულმა ჰარი კეინმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.
გაგრძელდება სერია 2024-ში?

„მანჩესტერმა“ პრემიერლიგის მე-6 ტურში ძირითად შემადგენლობაში 10 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი გამოიყვანა, რაც 10 წელიწადია არ მომხდარა.
ასეთი რამ პირველად 2012 წლის დეკემბერში მოხდა „ნიუკასლთან“ შეხვედრაში.
„ბარნლისთან“ (1:0) კი სასტარტოში იყვნენ: ონანა (კამერუნი), დალოტი, ფერნანდეში (პორტუგალია), ლინდელოფი (შვედეთი), ევანსი (ჩრდ ირლანდია), რეგილონი (ესპანეთი), მეჟბრი (ტუნისი), კაზემირო (ბრაზილია), მაკტომინეი (შოტლანდია), რაშფორდი (ინგლისი) და ჰოილუნდი (დანია).

ჩირო იმობილე გახდა პირველი იტალიელი ბოლო ათ წელიწადში, რომელმაც ტოპ 5 ლიგაში გოლი+პასის სისტემით 250 ქულა მოაგროვა.
ჩირომ მე-5 ტურში „მონცას“ პენალტი გაუტანა.
33 წლის ფეხბურთელი პირველია 2012/13 წლების სეზონის შემდეგ, რომელმაც 250 გოლში მიიღო მონაწილეობა. გაგახსენებთ, იმობილე ადრე ლა ლიგაშიც თამაშობდა („სევილია“) და ბუნდესლიგაშიც („დორტმუნდი“)
იმობილე ასევ გახდა მე-8 ფეხბურთელი ტოპ 5 ლიგაში, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია მესის, რონალდოს, ლევანდოვსკის, ლუის სუარესის, ბენზემას, კეინისა და სალაჰის შემდეგ.

ჩავიმ 50-ე მატჩი მოიგო ლა ლიგაში „ბარსელონას“ თავკაცის თანამდებობაზე.
კატალონიურმა კლუბმა „სელტას“ მე-6 ტურში ბოლო წუთებზე 0:2 ამოუქაჩა და 3:2 მოუგო.
ეს ჩავისთვის 70-ე შეხვედრა იყო „ბარსას“ მწვრთნელად.
მარტო ოთხმა მწვრთნელმა მიაღწია 50-მატჩიან მოგებას უფრო მალე. ესენია: ლუის ენრიკე (63 მატჩი), პეპ გვარდიოლა (67), ელენიო ერერა (68) და ერნესტო ვალვერდე (69).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა: 500 მილიონი გამომწერი

აიაქსის თამაში ჩაიშალა: მიქაუტაძე არც ყოფილა