შოთა არველაძემ ინგლისური “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მესამე შეხვედრა ჩაატარა და ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.
“დერბიმ” უპირატესობა პირველივე ნახევარში მოიპოვა და ტაიმი 2:0 მოიგო. მეორე ტაიმის სტარტზე უეინ რუნის გუნდმა მესამეც გაიტანა, “ჰალმა” კი, მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. საბოლოოდ 3:1 “დეგბის” სასარგებლოდ.
30 ჩატარებული თამაშის შემდეგ “ჰალს” 32 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 12 ქულით უსწრებს.
მომდევნო შეხვედრა შოთის გუნდს 12 თებერვალს ლიდერ “ფულჰემთან” ელის.
GIPHY App Key not set. Please check settings