საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გიორგი შერმადინი ესპანეთში შეუჩერებელია. რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში შერმოს „ტენერიფე“ მის ყოფილ გუნდს „სარაგოსას“ დაუპირისპირდა და 91:60 გაანადგურა.
ქართველმა პარკეტზე 24 წუთი დაყო და ამ დროის განმავლობაში 20 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიომ 9-დან 6 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +31 იყო. შესაბამისად, გიორგი შერმადინი მატჩის MVP გახდა.
„ტენერიფეს“ 35 ტურის შემდეგ, 27 მოგება და 8 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი გარანტირებული აქვს. რეგულარული სეზონის ბოლო ტურის შეხვედრას „ტენერიფე“ 22 მაისს ბარსელონასთან ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings