in ,

ქეცბაიას ანორთოსისში კაშია და გვილია სურს

მას შემდეგ, რაც ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის თასის ფინალში ნიქოზიის „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხა (2:1) და 14-წლიანი ლოდინის შემდეგ ტიტული მოიგო, ფამაგუსტური კლუბის ხელმძღვანელობას ქართველ სპეციალისტთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

თემურ ქეცბაია, რომელმაც ფინალამდე კლუბიდან წასვლა დაანონსა,  „ანორთოსისში“ მხოლოდ იმ მიზეზით დარჩება, თუ კლუბი სტარანსფერო ფანჯარაზე სასურველ ბიუჯეტს დაუმტკიცებს. ქეცბაიასა და „ანორთოსის“ მომავალი ძალიან მალე უნდა გაირკვეს.

ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ 53 წლის ქართველი სპეციალისტი „ანორთოსისში“ დარჩება, იგი საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელის – გურამ კაშიას  და ვაკო გვილიას გადაბირებას შეეცდება. ვაკო გვილიამ ვარშავის „ლეგია“ რამდენიმე დღის წინ დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია. გურამ კაშია კი, თბილისის „ლოკომოტივს“ 2021 წლის თებერვალში შეუერთდა და გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასულ სეზონში, ქეცბაიას გუნდში 4 ქართველი ფეხბურთელი: გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია ირიცხებოდნენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რივერ პლეიტმა უმეკარეოდ და თადარიგის გარეშე ითამაშა, მაგრამ მაინც მოიგო

შერმადინმა ყოფილი გუნდი არ დაინდო