in

შერმადინის დაფარება რეალთან თვის Top 5-ში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას, ოფიციალურმა გვერდმა სექტემბრის თვის საუკეთესო მომენტები შეარჩია. Top 5-ში საქართველოს ნაკრების და “ლენოვე ტენერიფეს” ცენტრის გიორგი შერმადინის დაფარებაც მოხვდა.

ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ მატჩში, რომელშიც შერმადინის გუნდი მადრიდის “რეალთან’ 70:72 დამარცხდა, გიორგიმ კი, მეტოქის გამოცდილ ცენტრს ვინსენ პუარეს უკნიდან დააფარა და ფრანგს ლამის უეჭველი 2 ქულა ამოაცალა. აღნიშნული ეპიზოდი საუკეთესო მომენტებში მე-5 ადგილზე გავიდა.

ქართველი ცენტრისთვის კი ის მატჩი ხსენებული დაფარების გარეშეც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. გიორგიმ მოედანზე 25:15 წუთი გაატარა და 21 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ლეგიონერმა ლიგა ენდესას ბოლო ტურში ბილბაო ბასკეტთან მატჩში წელის ტრავმა მიიღო და არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 5-6 კვირა ვერ ითამაშებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბელგიური მედია ჩაკვეტაძეზე:ასეთი ფეხბურთელის სანახავად სტადიონზე წასვლა ღირს

კიტეიშვილისთვის 2021 წელი დასრულებულია: ოთარს მყესი აქვს გაწყვეტილი