in ,

ბელგიური მედია ჩაკვეტაძეზე:ასეთი ფეხბურთელის სანახავად სტადიონზე წასვლა ღირს

ბელგიურმა გამოცემა voetbalnieuws.be-მ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “გენტის” ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა.

“უკვე 4 წელია, რაც გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად ითვლება, მაგრამ ტრავმების გამო ქართველ ფეხბურთელს დიდი დრო გაუცდა. ამ სეზონში, როგორც იქნა, ჩაკვეტაძე ფორმაში ბრუნდება.

2017 წლის აგვისტოში ,გენტმა” საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი დაიმატა. ის “გენტში” თბილისის “დინამოდან” გადავიდა. მაშინ მისი შეძენით ბაიერნი, ტოტენჰემი, ბორნმუთი, ჰოფენჰაიმი ინტერესდებოდნენ, მანჩესტერ იუნაიტედი კი, გიორგის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა “გენტი” თბილისის “დინამოს” ბევრად ადრე შეუთანხმდა.

“გენტში” გატარებული პირველი თვეები ქართველისთვის მძიმე გამოდგა. მან ინგლისური არ იცოდა… მოგვიანებით, ტრავმა მიიღო, დაბრუნებულს კი დიდი სათამაშო დრო აღარ ჰქონდა. მწვრთნელის შეცვლის შემდეგ ძირითადი შემადგენლობის უცვლელ ფეხბურთელად იქცა.
ბევრმა მოთამაშემ მოუმატა, ვინც წინა მწვრთნელის დროს არ ჩანდა”, – თქვეს მაშინ გენტში. ახალმა მწვრთნელმა თქვა: “ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ხანდახან, დაცვაში თამაში ავიწყდება, მაგრამ ის უდაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია”. ახალგაზრდა ქართველი მსახიობის თამაშზე გენტის გულშემატკივრებიც გიჟდებოდნენ და “ჩაკ” შეარქვეს.

თავისი თამაშით ჩაკვეტაძემ ფანების გული მართლაც ძალიან მალე მოიგო და არამხოლოდ მათი – მის თამაშს უყურებდა ყველა. ასეთი ფეხბურთელის სანახავად სტადიონზე მისვლა ყველას სურს.

ბელგიურმა კლუბმა ქართველი ნახევარმცველი მხოლოდ 800 ათას ევროდ დაიმატა, შემდეგ კი კლუბში ასეთ რამეს ამბობდნენ: “ჩაკვეტაძის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროც რომ შემოგვთავაზონ, მას არ გავყიდით. მისი შენარჩუნება კიდევ 1-2 წლით გვსურს. ახალი გუნდის შენებას მის ირგვლივ ვაპირებთ. ის ჩვენი მომავალი ათიანია”.

მაგრამ 2019 წლიდან ჩაკვეტაძეს რეგრესი დაეწყო. საბოლოო ჯამში, მისი სწრაფვა ევროპული ფეხბურთისკენ შეჩერდა. შეჩერდა მისი ინდივიდუალური განვითარებაც. ბოლო 2 წლის განმავლობაში მის შესახებ თითქმის ყველამ დაივიწყა, მაგრამ წელს ჩაკვეტაძე მაინც ბრუნდება. 2021 წლის თებერვალში მან ამხანაგურ მატჩში ითამაშა, რომელიც 2020 წლის სექტემბრის შემდეგ პირველი იყო, მაგრამ შემდეგ ისევ ტრავმა მიიღო…

ამგვარად, ჩაკვეტაძე ბელგიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსს იბრუნებს. კლუბის ხელმძღვანელობაც იმედითაა განწყობილი, რომ ის მის სატრანსფერო ღირებულებას, რომელიც 9 მილიონ ევროს შეადგენდა, დაიბრუნებს. ან უფრო მეტიც კი… ხუთშაბათს ფეხბურთელი ანორთოსისთან არ ათამაშეს მცირე ტკივილის გამო, მაგრამ კვირას გასამართი მატჩისთვის ის მზად იქნება. სწორია”, – დაწერა გამოცემამ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წურწუმია და გობაძე ტიტულის შენარჩუნებას შეეცდებიან: კლასიკოსების შემადგენლობა მსოფლიოზე

შერმადინის დაფარება რეალთან თვის Top 5-ში