in

შევთანხმდეთ, რომ ლუქსემბურგთან მთავარი შედეგია: ვინ და რატომ არ გამოიძახა სანიოლმა

ერთი კვირაც და საქართველოს ნაკრები მორიგ ისტორიულ მატჩ(ებ)ს ითამაშებს. ერთა ლიგის ნახევარფინალი გვაქვს ლუქსემბურგთან და მერე იმედია ფინალიც. ჩვენი ნაკრები ვარჯიშს 18 მარტიდან დაიწყებს, მანამდე კი მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა და პრესკონფერენციაც გამართა.

ნაკრების შემადგენლობა ცნობილია: კანკავა დაბრუნდა

ვილი სანიოლი:

„ახლა ყველასთვის განსაკუთრებული მომენტია. დავაბრუნეთ ჯაბა კანკავა. რატომ? ეს ჩემი სურვილი იყო. ამაზე ბევრი ვიფიქრე. თავის დროზე მას სურდა სანაკრებო კარიერის დასრულება. თუმცა, გვინდოდა, ამ მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მოგვეწვია. ჯაბას ვესაუბრე და მითხრა, რომ მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდემიმე წუთით დახმარებოდა.

ვინ იქნება ფავორიტი? მთავარი ისაა, რომ საკუთარ მოედანზე უნდა მოვიგოთ. სამწუხაროდ, ხვიჩა დაგვაკლდება, მაგრამ მიზანს მის გარეშეც უნდა მივაღწიოთ.

რატომ არ არის აზაროვი? რთული გადაწყვეტილება იყო. არ ვიყავი კმაყოფილი ნაკრებში მისი რამდენიმე თამაშით, განსაკუთრებით, შოტლანდიასთან, და გადავწყვიტე, ამ ეტაპზე აღარ მომეწვია. ის მცველია და, პირველ რიგში, თავისი ამპლუიდან გამომდინარე დავალებები უნდა შეასრულოს. ჩემი აზრით, ამ პოზიციაზე ახლა გიორგი წიტაიშვილი და ლევან შენგელია უკეთ გამოიყურებიან.

საბა ლობჟანიძეც არ არის. კვირას რთული მატჩი ელის და ჩავთვალეთ, რომ ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მატჩისთვის მზად არ იქნებოდა. მას ძალების აღდგენა უჭირს, კუნთი მალე ეჭიმება. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ მატჩს ეხება.

არაბიძე? მოთამაშეები შევარჩიე გამოცდილებით და შეთამაშებულობით. სულ არის კამათი, ვინ უნდა გამოვიძახოთ და ვინ – არა. არაბიძე გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა, რადგან კარგი სეზონი ჰქონდა. მას ახლაც ვაკვირდებოდი, მაგრამ მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვიყავი. ლიონელ მესი ერთადერთია, ვისაც აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს. იმედია, გიორგი ამას გამოასწორებს.

ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც გამოვიძახე, იმსახურებს აქ ყოფნას და მზად არის უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის. შევთანხმდეთ, რომ ლუქსემბურგთან მთავარი იქნება შედეგი“.

საქართველოს ნაკრები ქალაქისგან მოშორებით მოემზადება, საგურამოში, სუფთა ჰაერზე.
საქართველო-ლუქსემბურგის შეხვედრა კი შეგახსენებთ 21 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაკრების შემადგენლობა ცნობილია: კანკავა დაბრუნდა

მამარდაშვილი ვალენსიადან წავა