in

მამარდაშვილი ვალენსიადან წავა

გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზე სპეკულაციები არ წყდება. ჯერ კიდევ წინა სეზონის დასასრულს „გადადიოდა“ ჩვენი მეკარე სხვადასხვა ცნობილ კლუბში, მაგრამ თუ წინა ზაფხულს ვერ მოხერხდა, როგორც საქმეს პირი უჩანს, დამდეგ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდიდან წასვლა გარდაუვალი იქნება.

„ვალენსიას“ ფული სჭირდება და ფულს კი საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვით შოულობენ. მეტიც, როგორც ესპანური პრესა წერს, გუნდმა უკვე შეიგულა ჩვენიანის შემცვლელიც – “რაიო ვალეკანოს” 30 წლის ჩრდილომაკედონიელი მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი.

მამარდაშვილის სახელს კი არაერთ გრანდს უკავშირებენ.
ერთ-ერთია ვერა და ვერ დალაგებული „ჩელსი“, რომელიც განიხილავს მამარდაშვილის დამატების საკითხს, რადგან წესით ისედაც განათხოვრებულ კეპა არისაბალაგას შეელევა. რობერტ სანჩესი კი მთლად დამაჯერებლად ვერ გამოიყურება.
ესპანური პრესის ცნობით, ქართველის შეძენის მსურველებში „ტოტენჰემიც“ წერია და „ბაიერნიც“.
ამათ გარდა ასევე ახსენებენ „ნიუკასლს“, „მანჩესტერს“ და მილანის „ინტერს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შევთანხმდეთ, რომ ლუქსემბურგთან მთავარი შედეგია: ვინ და რატომ არ გამოიძახა სანიოლმა

მამუკელაშვილის 6 ქულა და 5 მოხსნა ჰიუსტონთან