in

ყოჩაღ გიო: შერმადინი წლის MVP-ია

გიორგი შერმადინის ფანტასტიური სეზონი ესპანურ “ტენერიფეში” დაფასდა და ACB ლიგის MVP-ია. ქომაგთა გამოკითხვაში, მან ყველაზე მეტი ხმა მიიღო – 100-დან 100 მიიღო. ის პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სარგებლიანი მოთამაშე გახდა.

შერმინატორის წყალობით “ტენერიფეს” ისტორიაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა. თავად გიორგი კი, საშუალოდ 17.0 ქულას და 5.2 მოხსნას აგროვებდა. 36 თამაშიდან 32-ში მან მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ზე მეტი აჩვენა, ხოლო 30-ს ცხრაჯერ გადაცდა! ის საუკეთესოდ დაასახელეს მე-5, მე-14, მე-19 და 37-ე ტურებში. გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე სამჯერ (ოქტომბერი, იანვარი და მარტი). 

ამ წოდებას ისეთი კალათბურთელები ატარებდნენ, როგორებიც არვიდას საბონისი, ლუის სკოლა და ლუკა დონჩიჩი არიან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უნაიმ მასტერკლასი ჩაატარა, ამაზე ვერც ვიოცნებებდი: ზოგჯერ მატჩის ბედს ერთი დარტყმა წყვეტს – ფინალის კომენტარები

გახდე ჩემპიონი და აიბარგო: კონტე ინტერიდან წავიდა