in ,

ქვილითაია შესაძლოა ამ სეზონშივე დაბრუნდეს

საქართველოს ნაკრებისა და “აპოელის” თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია შესაძლოა მოედანს ამ სეზონშივე დაუბრუნდეს.

ქართველმა შემტევმა ტრავმა “ანორთოსისთან” შეხვედრის მე-19 წუთზე მიიღო და მოედანი საკაცით დაატოვებინეს. კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 წლის ცენტრალური თავდამსხმელის სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად მიდის და დიდი ალბათობით ქვილითაია სეზონის ბოლო მატჩებში მონაწილეობას მიიღებს.

გიორგი ქვილითაიას “აპოელი” 47 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ “აპოლონს” 4 ქულით ჩამორჩება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოტლანდია-უკრაინის მატჩი ოფიციალურად ჩაინიშნა

გაბედავამ დინამო მარცხისგან იხსნა: სამი ფრე გადადებულ მატჩებში