in ,

გაბედავამ დინამო მარცხისგან იხსნა: სამი ფრე გადადებულ მატჩებში

გუშინ, Crystalbet ეროვნულ ლიგაში მ-5 ტურის გადადებული 3 მატჩი გაიმართა და სამივე ფრედ დასრულდა.

ზესტაფონში, წყალტუბოს “სამგურალი” “გაგრას” დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა – 1:1.
ანგარიში მე-19 წუთზე დემურ ჩიხლაძემ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. ტაიმის მიწურულს კი, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ბაკურ ნინუამ წყალტუბოელთა კარის მიმართულებით ძალიან საკამათო პენალტი დანიშნა. 11-მეტრიანი ნიშნულიდან ზუსტად მათე ვაწაძემ დაარტყა.
მეორე ტაიმში ორივე გუნდს ჰაონდა შანსები, მეტად “სამგურალი” უტევდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

უგოლო მატჩი გაიმართა თელავის “კავკასიონი არენაზე”, სადაც ადგილობრივმა “თელავმა” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ამ მატჩზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ტორპედომ” ქულა მოიპოვა, “თელავმა” კი ორი დაკარა. კახელებს გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ქუთაისელები ბევრ ეპიზოდში ბოსნიელმა მეკარემ, დინო ჰამზიჩმა გადაარჩინა. შანსი “ტორპედოსაც” ჰქონდა. მატჩის მიწურულს თორნიკე ახვლედიანი ურტყამდა კარში, მაგრამ ლუკა სანიკიძე დამაჯერებლად მოქნედებს, საბოლოოდ, ფრე 0:0.

გადადებული ტურის ცენტრალური შეხვედრა მიხეილ მესხზე გაიმართა. თბილისურ დერბიში “საბურთალო” “დინამოს” დაუპირისპირდა. “საბურთალო” 33-ე წუთზე ბაქარ ქარდავას გოლით დაწინაურდა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე ლევან ხარაბაძის ჩაწოდებით გიორგი გაბედავამ ისარგებლა და საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ქულა გადაურჩინა – 1:1.

7 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ასეთი ვითარებაა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქვილითაია შესაძლოა ამ სეზონშივე დაბრუნდეს

ვიდეო: 12 წლის უკრაინელი ბიჭის ახდენილი ოცნება – მატჩი და გოლი საყვარელი გუნდის მაისურით