გერმანულმა Transfermarket-მა კვიპროსის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელების ფასები განაახლა.
თორნიკე ოქრიაშვილის მიმდინარე სეზონი ტრავმის გამო ბევრი გაუცდა. მან მხოლოდ 10 შეხვედრა ჩაატარა და ეს ყველაფერი მის სატრანსფერო ფასზეც აისახა. ოქრიაშვილი 200 000 ევროთი შემცირდა და ახლა ის 800 000 ევრო ღირს.
150 000 ევროთი შემცირდა მურთაზ დაუშვილის ფასიც და მისი სატრანსფერო ღირებულება 300 000 ევროა.
საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას “ანორთოსის” მეკარის გიორგი ლორიას ფასი 250 000 ევრომდე შემცირდა.
მინიმალური რეგრესი განიცადა “დოქსას” 30 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ავთო ებრალიძემ და ის 200 00 ევრო ღირს. რევაზ ინჯგიას სატრანსფერო ღირებულაბა კი, რომელიც “აპოლონის” ღირსებას იცავს, 150 000 ევროს შეადგენს.
უცვლელია საქართველოს ნაკრების და “აპოელის” ცენტრალური თავდამსხმელის გიორგი ქვილითაიას სატრანსფერო ღირებულება, რომელიც ამჯერადაც 1.8 მილიონ ევროს შეადგენს.
GIPHY App Key not set. Please check settings