in

ვასიჩის 4 გოლი დინამოს არ ეყო: ზედიზედ მეშვიდე მარცხი

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის “დინამომ” მორიგი შეხვედრა გამართა. ამჯერად, ქართული კლუბის მსოფლიო წყალბურთის გრანდი, 2019 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული უნგრული “ფერენცვაროში” (ტელეკომ ბუდაპეშტი) იყო.

“დინამო” აღნიშნულ შეხვედრას სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდა. Covid 19 ინფექციის გამო, დეიან სტანოევიჩის გუნდს: ირაკლი რაზმაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, რევაზ იმნაიშვილი და გიორგი მაგრაქველიძე ვერ ეხმარებოდნენ.

შეხვედრა “ფერენცვაროშის” დიდი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი დამაჯერებელი გამარჯვებითაც დასრულდა -7:14.

“დინამომ” ყველაზე კარგად მესამე პერიოდი ჩაატარა, როცა მეტოქეს 4 ბურთამდეც მიუახლოვდა, მაგრამ მეტი ვერაფერი მოახერხა.

ქართული გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო “დინამოს” ლეგიონერი დუშან ვასიჩი გახლდათ, რომელმაც 4 გოლი გაიტანა.

მომდევნო შეხვედრას თბილისის “დინამო” 26 იანვარს ისევ “ფერენცვაროშის” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მარტში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

ქვილითაიას ფასი უცვლელია: ლორია, ოქრიაშვილი და დაუშვილი გაიაფდა