in

ქვილითაიამ ულამაზესი გოლი გაიტანა – ლეგიონერები

ევროპული სეზონის ბოლოს საქართველოს ნაკრების კანდიდატების თამაში განსაკუთრებულ ინტერესს და მნიშვნელობას იძენს. შაბათის შემდეგ ჩვენებმა კვირასაც ითამაშეს. მიქაუტაძის გარდა დიდებულად ითამაშა კიდევ ერთმა ქართველმა ფორვარდმა.

ზურიკო ყველაზე კარგი იყო: ნოლები ქართულ მატჩებში – ლეგიონერები

მიქაუტაძემ მეცს 6-ქულიანი მატჩი მოაგებინა

გიორგი ქვილითაიამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და საჩემპიონო ჯგუფში აპოელ-ს მოქმედ ჩემპიონ „არისთან“ დამაჯერებელ გამარჯვებაში დაეხმარა – 2:0.
ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა: ქვილითაიას მიერ თავით დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, მაგრამ თანაგუნდელმა დამატებაზე გაიტანა.
მე-19 წუთზე ქვილითაიამ საჯარიმოსთან მიიღო ბურთი, რამდენიმე მცველი ეფექტურად ჩამოიშორა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა, რომელიც „ფანტასტიკურ გოლად“ შეაფასა.

45-ე წუთზე ქვილითაიამ მეორედაც გაიტანა, მაგრამ ხელით თამაში დაუფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. 57-ე წუთზე კი პენალტი მოიპოვა და თავად დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა.
გიორგი გუნდს კაპიტნობდა და 82-ე წუთზე შეცვალეს. მას მიმდინარე სეზონში უკვე 8 გოლი დაუგროვდა.

ბრატისლავის „სლოვანი“, სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, სლოვაკეთის ჩემპიონატში „ტრნავას“ ესტუმრა და 2:1 მოუგო. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა (6.9), ხოლო კანკავა დაასვენეს.

MLS-ში, საბა ლობჟანიძის “ატლანტა” 1:2 დამარცხდა “ცინცინატთან” 1:2. ლობჟანიძე 86-ე წუთზე შეცვალეს და 6.2 დაუწერეს.

მეორე ბუნდესლიგაში არ უთამაშია ბუდუ ზივზივაძეს, რომლის “კარლსრუემ” 32 დაამარცხა “ჰერტა”. ჩვენიანი სათადარიგო იყო.

სერია A-ში ქართული შეხვედრა არ შედგა. “ტორინომ” და “ფროზინონემ” ქულები გაიყვეს, 0:0. საბა საზონოვი განაცხადში არ ყოფილა, გიორგი კვერნაძე კვლავ სათადარიგოებს შორის დარჩა.

შვეიცარიაში, “ლუცერნი” – “ბაზელი” 1:1 დასრულდა. გაბრიელ სიგუა 78-ე წუთზე შევიდა. მისი შეფასებაა 6.0.

პოლონეთის ჩემპიონატის შეხვედრაში „კრაკოვია“ საკუთარ მოედანზე „პუშჩასთან“ 0:1 დამარცხდა. ოთარ კაკაბაძემ მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

ნიკა კვეკვესკირი პოზნანის „ლეხის“ განაცხადში იყო, მაგრამ „ლოძის“ წინააღმდეგ (3:2) არ უთამაშია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის 7 ქულა და ტენერიფეს მარცხი ვალენსიაში

ეს მიქაუტაძის წყალობით მოხდა… ფრანგული მედია გიორგის თამაშს გამოეხმაურა