in

მიქაუტაძემ მეცს 6-ქულიანი მატჩი მოაგებინა

„მეცმა“, რომელიც ლიგა 1-ში დარჩენისთვის იბრძვის, ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

ეს მოხდა ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ უშუალო კონკურენტ „ლე ავრს“ ეთამაშებოდა, მოუგო (1:0) და სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა; მეორე ფაქტორი კი გიორგი მიქაუტაძეა. ჩვენიანმა წინა ტურში შესრულებულ დუბლს ახლა ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი მიაყოლა და თავის გუნდს შანსი მისცა მომდევნო სეზონიც უძლიერესთა შორის გაატაროს.

ეს იყო 30-ე ტურის, როგორც ამბობენ ხოლმე, 6-ქულიანი მატჩი. „ლე ავრს“ ბოლო დროს ცუდი შედეგები აქვს, „მეცმაც“ წინა თამაში მოიგო, თორემ მანამდე სულ წაგებები ჰქონდა და ახლა, როცა გადამწყვეტი პერიოდი დადგა, აღარც შეცდომის უფლება რჩება და არც უიღბლობის.

გიორგი ცხადია ძირითადში იყო და ბოლომდე ითამაშა. მან პირველ ტაიმში თანაგუნდელი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ გოლი არ გავიდა.

მეორე ნახევარი კი მიქაუტაძის გოლით დაიწყო (46-ე წთ). „მეცის“ ფეხბურთელი პირისპირ გავიდა მეკარესთან, მაგრამ უხეიროდ დაარტყა და მეკარემ მოიგერია, თუმცა ბურთი გიორგიმ ჩაიგდო, მეკარე მოატყუა, მაგრამ კუთხეში წასვლა მოუხდა და მახვილი წერტილიდან ისე, რომ კარს ორი მცველი იცავდა, მარცხენა ფეხით მაღალ კუთხეში ზუსტად დაარტყა.

მერე იყო მომენტი, როდესაც ლამის ადგილიდან, ზედ საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა და ბურთი ძელს გაარტყა.

მატჩის დასკვნითი ნაწილი მასპინძლების გამოვიდა. მათ რამდენიმე ძალიან სახიფათო იერიში მიიტანეს და გატანაც შეეძლოთ (ხარიხა, მეკარის მოგერიება), მაგრამ ფორტუნა დღეს საღამოს „მეცის“ მხარეს დადგა.

Flashscore-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მიქაუტაძე დაასახელა. მისი შეფასება 7.5-ია.
Whoscored.com – 7.8; Sofascore.com – 7.7.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა (5 გოლი ბოლო 3 მატჩში) და ლიგა 1-ში 10 გოლი დაუგროვდა.

30 ტურის შემდეგ „მეცს“ 29 ქულა დაუგროვდა და მე-15 ადგილზე აინაცვლა, რითაც გასავარდნ ზონას დააღწია თავი.
მომდევნო თამაში მიქაუტაძის გუნდს შინ აქვს 28 აპრილს, „ლილთან“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ქულები ჰაერივით სჭირდება.
ტურნირის დასრულებას კი 4 ტური უკლია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კინაღამ ჭკუიდან გადავედი: მიქაუტაძემ ამსტერდამული პერიოდი გაიხსენა და საფრანგეთში ღიმილი დაიბრუნა

შერმადინის 7 ქულა და ტენერიფეს მარცხი ვალენსიაში