in

ზურიკო ყველაზე კარგი იყო: ნოლები ქართულ მატჩებში – ლეგიონერები

მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ქართველი ლეგიონერების თამაში და მდგომარეობა სეზონის ბოლოსკენ ათასჯერ მნიშვნელოვანი ხდება.

ვნახოთ როგორ ითამაშეს ჩვენმა ლეგიონერებმა.

ზურიკო დავითაშვილი წარმატებულ თამაშს აგრძელებს, თუმცა მისი საგოლე პასი საკმარისი არ აღმოჩნდა და „ბორდო“ სტუმრად „სენტ ეტიენთან“ დამარცხდა – 1:2.
33-ე ტურის შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. „ბორდომ“ ანგარიში 42-ე წუთზე გახსნა. დავითაშვილი ფლანგიდან შეიჭრა, საჯარიმოს ხაზთან პარტნიორს მიაწოდა და მანაც რიკოშეტით გაიტანა.ზურიკომ 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
დავითაშვილმა ზედიზედ მეოთხე მატჩში გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი. მის ანგარიშზე 32 მატჩში 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ქართველმა flashscore-სგან თავისი გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 7.1 მიიღო. Sofascore-მ მისი თამაში
7.2 ქულით შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ „ბორდომ“ გოლები მსაჯის მიერ წამატებულ დროში გაუშვა და 41 ქულით მე-14 ადგილზეა.

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ჩემპიონშიფში „ჰალ სიტის“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა – 0:0. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თამაში გამოტოვა. გიორგის საზარდულის არეში დისკომფორტი აქვს, მაგრამ სერიოზული არაფერია.

გიორგი ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა „ლევანტეში“, რომელიც სტუმრად „რასინგს“ დაუპირისპირდა და ქულა აიღო – 0:0. ქართველი ნახევარმცველის შეფასებაა 7.1.

კიდევ ერთი 0:0 დაფიქსირდა „ქართულ“ მატჩში. ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ გასვლაზე ითამაშა ფრედ „კატანძაროსთან“. ქართველი მცველი თადარიგში იყო, მაგრამ უკვე მე-13 წუთზე დაშავებული თანაგუნდელი შეცვალა და ბოლომდე ითამაშა. შეფასება – 6.7.
„კრემონეზემ“ მინიმუმ სერია ა-ს პლეი ოფის მეოთხედფინალში თამაშის უფლება გაინაღდა.

ავსტრიაში, ოთარ კიტეიშვილის “შტურმმა” 1:0 დაამარცხა “რაპიდი”. კიტეიშვილმა 84-ე წუთამდე ითამაშა და 7.2 დაიმსახურა. 65-ე წუთზე, ჩვენიანი ინდივიდუალური მოქმედების შედეგად, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ვერ გაიტანა, მანამდე კი კარგად ითამაშა ფლანგზე, ცენტრისკენ შეიწია და შორიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ასცდა მიზანს.

სანდრო ალთუნაშვილის “ვოლფსბერგი” შინ დაუზავდა “ლუშტენაუს” – 1:1. ალთუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასი შეასრულა. შეფასება – 7.1.

საბერძნეთში, “პანეტოლიკოსმა” სტუმრად 2:0 მოუგო “ასტერასთან”. ჯიმი ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშა (6.9), ლევან შენგელია ტრავმირებულია.

აზერბაიჯანში, ლუკა გუგეშაშვილის “ყარაბაღი” კახა ცხადაძის “გაბალას” შეხვდა – 2:2. მასპინძელთა კარს საქართველოს ნაკრების მეკარე იცავდა.

საუდის არაბეთში, საბა კვირკველიას “ალ ახდუდი” 1:2 დამარცხდა “დამასთან”. კვირკველია შესვენებაზე შეცვალეს – 6.2.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქამარი ისევ ჩვენია: ჰალკმა ლარატი მარტივად დაამარცხა – ჩემპიონები ქართველები არიან

კინაღამ ჭკუიდან გადავედი: მიქაუტაძემ ამსტერდამული პერიოდი გაიხსენა და საფრანგეთში ღიმილი დაიბრუნა