in

ქეცბაია კვარაცხელიას გაჩერებაზე ფიქრობს და ხალხს სტადიონზე ეძახის

საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი უწევს მიჯრით. ჯერ, 17 ივნისს კვიპროსს შევხდებით. ჩვენი გუნდი დღეს გაფრინდა კუნძულზე. მოგეხსენებათ, კვიპროსოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა (ასისტენტი სოსო ჭედია), რომელმაც მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა და რა გასაკვირია, რომ მთავარი თავსატეხი ხვიჩა კვარაცხელიაა.

კვიპროსის ნაკრებმა რამდენიმე უცხოელი ფეხბურთელი დაიმატა, რომელთა ნატურალიზება მოახერხდა – 36 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი ვალენტინ რობერჯი („აპოელი“) და „ანორთოსისში“ მოთამაშე ბრაზილიელი მარცხენაფლანგელი, 32 წლის ანდერსონ კორეია. შესაძლებელია სწორედ ის დადგეს კვარაცხელიას წინააღმდეგ.

თემურ ქეცბაია:

„ჩემპიონატების დასრულების შემდეგ, ამ პერიოდში თამაში არასასიამოვნოა, მაგრამ ასეა ყველასთვის. რთული მატჩები გველის და იმედია, ეს მოსამზადებელი ათი დღე სწორად გამოვიყენეთ.

ბევრი ვისაუბრე, რომ ჩემთვის განსაკუთრებული შეხვედრა იქნება საქართველოსთან. ეს ჩემი სამშობლოა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ უცხო ქვეყანა არც კვიპროსია.

საქართველოს წინააღმდეგ დაპირისპირება ადვილი იმის გამოც არ იქნება, რომ ახლა განსაკუთრებით კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ძლიერ ლიგებში თამაშობენ და ტიტულებიც მოიპოვეს.

ჯგუფში ჩვენს თითქმის ყველა მეტოქეს ძლიერი თავდამსხმელები ჰყავს. კვარაცხელია იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ჰოლანდი – ინგლისის. რა თქმა უნდა, მათი განეიტრალება დაგვჭირდება, დაცვაში პრობლემები რომ არ შეგვიქმნან.

ჩემი წინადადებით ნაკრების კაპიტნად გრიგორის კასტანოსი გახდა, ის გუნდის ლიდერია, მან ეს აჩვენა ამხანაგურ და ოფიციალურ მატჩებში.

გვინდა, რომ საქართველოსთან შეხვედრაზე რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს“.

თამაში ლარნაკაშია და შაბათს, 17 ივნისს, 22:45 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სოცქსელების ჯამური ლიდერი რეალია

საქართველოს ისე უნდა ვეთამაშოთ თითქოს მსოფლიოში საუკეთესოა: ეს საქართველო სად არის, როგორ მივიდეთ