in

არ ვიმსახურებდით წაგებას: თემურ ქეცბაიასთვის ასეთი გულშემატკივრობა მიუღებელია

თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებს ცუდად ნაღდად არ უთამაშია საქართველოსთან ევრო 2024-ის მეორე შეხვედრაში. კვიპროსელებს ოდნავ რომ გამართლებოდათ, შესაძლოა მოეგოთ კიდეც და თამაშის შემდეგ მათ იმედგაცრუება არც დაუმალავთ. ასეა კვიპროსის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელიც გულშემატკივრების სიმწირის გამოც წუხს:

არ გვეკუთნოდა: საქართველომ კვიპროსი მაინც დაამარცხა

„კარგი, საინტერესო თამაში იყო, ორივე გუნდის მხრიდან. მომენტებიც საკმაოდ შეიქმნა. ვფიქრობ, ფრე კარგი შედეგი იქნებოდა. არ ვიმსახურებდით წაგებას. კარგად გამოჩნდა, რომ სათადარიგო მოთამაშეებმა გადაწყვიტეს მატჩის ბედი. წაგებული თამაშით კმაყოფილი როგორ ვიქნები, მაგრამ მეტს ვერაფერს მოვთხოვ ჩემ ფეხბურთელებს. 5-6 მოთამაშე გვაკლდა, ამის ანაზღაურება კი ჩვენისთანა პატარა გუნდისთვის ძალიან რთულია. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს დადებითი შედეგის მისაღწევად და საწყენია, რომ ქულაც ვერ ავიღეთ.

შეცვლებმა იქონია გავლენა. მნიშვნელოვანია, სკამზეც გყავდეს მაღალი დონის მოთამაშეები და საბოლოოდ, სწორედ მათ გადაწყვიტეს მატჩის ბედი.
საქართველოს ნაკრები ტექნიკური კუთხით გვჯობდა, კარგი ცვლილებებიც განახორციელეს და თამაში მოიგეს. კაროს ტრავმის გამო ჩვენ ერთი საჭირო ცვლილება დაგვაკლდა. ვფიქრობ, უფრო მეტს ვიმსახურებდით.

გული მწყდება, რომ ბევრი სახლში დარჩა, საქართველოდან მეტი ქომაგი ჩამოვიდა, ვიდრე აქაურები. საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით და წარმოუდგენელი იყო, რომ მატჩს საქართველოდან 2000 ქომაგი დაესწრო, კვიპროსს კი მხოლოდ 500 ადამიანი გულშემატკივრობდა. ეს ნიშნავს, რომ აქ ფეხბურთი არ აინტერესებთ. იმედია, შეიცვლება ეს მიდგომა“.

ბევრი რამ კარგად არ გაგვიკეთებია, სალაპარაკოა: სანიოლმა ბიჭებს უნდა აუხსნას

ნატურალიზებულმა ანდერსონ კორეამ კვიპროსის ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
„მიხარია, რომ კვიპროსის ნაკრების ფორმით პირველი მატჩი ჩავატარე. ჩემი სურვილია მოედანზე ხშირად გავიდე და გუნდს მეტად დავეხმარო. უკეთს შედეგს ვიმსახურებდით, უფრო მეტი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი“.

გოლის ავტორი იოანის პიტასი:
„მიმაჩნია, რომ შედეგი უსამართლოა. კიდევ ორი გოლი უნდა გაგვეტანა. საბოლოო ჯამში მთავარი შედეგია, რომელმაც გული დაგვწყვიტა. დღეს ჩვენი დღე არ იყო, საქართველოს ნაკრების კარში ბურთი არ შედიოდა, არ გაგვიმართლა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოტლანდიაშიც მოგება გვინდა: გოლის ავტორები გახარებული არიან

შოტლანდია ზღაპარში რჩება: ლიდერი ჰოლანდმაც ვერ გატეხა – ახლა საქართველოსთან მოგებაც გვჭირდება