in

ასე როგორ დავასრულეთ, გაუგებარია: ქეცბაია კოშმარის დამთავრებას ელოდება და მერე გადაწყვეტს

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევში 4:0 მოუგო კვიპროსის ნაკრებს, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველა მატჩი წააგო და ქულის აღებაც ვერ მოახერხა. კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მატჩის შემდეგ ვითარება პრესკონფერენციაზე შეაფასა.

მაინც კარგია: საქართველომ დიდი ანგარიშით მოიგო

„არ ვიცი, როგორ დავიწყო, რა ვთქვა. რა მოხდა მეორე ტაიმში და თამაში ასე როგორ დავასრულეთ, გაუგებარია. მეორე ტაიმის დასაწყისშივე გოლი გავუშვით და ამან გუნდი დაშალა. ეს პირველი შემთხვევა არაა, 45 წუთს, მაქსიმუმ 60 წუთს ვთამაშობთ და მერე პრობლემები გვაქვს.
პირველი ტაიმები მუდამ კარგი იყო, შემდეგ კონცენტრაციასა და ძალას ვკარგავდით და ვაგებდით.
ფეხბურთელმა შეიძლება ბურთი დაკარგოს, მაგრამ მიუღებელია, რომ არ იცის სად ირბინოს.
გვყავს 3-4 ფეხბურთელი, ვინც დაგვაკლდა, მათთან ერთად უკეთესი გუნდი ვიქნებოდით. სამწუხარო ისაა, რომ ბევრი მოთამაშე კვიპროსის ჩემპიონატშიც კი არ თამაშობს. ასეთ პირობებში შესარჩევ ციკლში თამაში რთულია.

ველოდებით, როდის დასრულდება ის კოშმარი, რასაც ეს შესარჩევი ეტაპი ჰქვია.
კვიპროსის ნაკრებში ჩვენს მომავალს ამ შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ განვიხილავთ.
რა პერსპექტივა აქვს კვიპროსის ნაკრებს და აქვს თუ არა აზრი მუშაობის გაგრძელებას? ამბიციური ფეხბურთელი და მწვრთნელი ვიყავი და ადვილი არაა, ასეთი წარუმატებელი გამოსვლის გადატანა. ასე მაშინ უნდა წავსულიყავი, როდესაც ჯგუფში მეტოქეების ვინაობა შევიტყვეთ, ახლა უკვე გვიანაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაინც კარგია: საქართველომ დიდი ანგარიშით მოიგო

ჩვენს სისტემაში მთავარი ინტენსივობაა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ სად თამაშობს: ვილი სანიოლმა სუსტი კვიპროსი მარჯვნივ დაინახა