in

ჩვენს სისტემაში მთავარი ინტენსივობაა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ სად თამაშობს: ვილი სანიოლმა სუსტი კვიპროსი მარჯვნივ დაინახა

საქართველოს ნაკრებმა 2024 წლის ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე თამაში მოიგო, ისევ კვიპროსთან. ჩვენმა გუნდმა მეტოქე მეორე ტაიმში გატეხა და 4:0 გაიმარჯვა. თამაში მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შეაფასა.

მაინც კარგია: საქართველომ დიდი ანგარიშით მოიგო

ვილი სანიოლი:

„პირველ ტაიმში მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი იყო, ვინც ცდილობდა ეთამაშა და ერთ-ერთი გიორგი ჩაკვეტაძე იყო. მეორე ტაიმში მან უფრო სწორად დაიწყო მოძრაობა და ძალიან კარგად ითამაშა. რაც აქ ვარ, გიორგის სულ ვიძახებდი, მათ შორის მაშინაც, როცა რთული პერიოდი ჰქონდა და გუნდში არ თამაშობდა. ახლა სულ სხვა ფეხბურთელს ვხედავთ. სხვანაირად ინგლისში არც გამოვა. ყველაფერი შრომის შედეგია.

იმ სისტემაში, რომლითაც ჩვენ ვთამაშობთ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელ ფლანგზეა. ჩვენს ტაქტიკაში მთავარი ინტენსივობაა. პირველ ტაიმში ყოველთვის არ გამოგვდიოდა, რაც ჩავიფიქრეთ. როცა ბურთით კიტეიშვილი იყო, ქოჩორაშვილი და ჩაკვეტაძე მისგან მოშორებით მოქმედებდნენ. მეორე ტაიმში შევნიშნეთ, რომ კვიპროსი მარჯვენა მხარეს უფრო სუსტად იცავდა და ჩაკვეტაძის მარცხნივ გადასვლა ამიტომ გადაწყდა. ფეხბურთელები თავადაც ხვდებიან, საიდან ჯობია შეტევა.

ზურიკო ძალიან კარგად შევიდა და ზუსტად ის გააკეთა, რაც გუნდს სჭირდებოდა. მან განწყობა აჩვენა, რადგან ფეხბურთელები ამაყები არიან და სათადარიგოთა სკამზე ყოფნა არ უყვართ. ზურიკომ ჩემი დავალებები ზუსტად შეასრულა.

შენგელია შემტევი ფეხბურთელია. ჩვენ სისტემაში ეს პოზიცია შევურჩიეთ. დღესაც ძალიან კარგად ჩაერთო. მიხარია, ამ პოზიციაზე მეტი ვარიანტი და დიდი კონკურენციაა.
როცა ჩაკვეტაძე მოედანზეა, არ შემიძლია ყველა შემტევი ვათამაშო, მათ შორის, დავითაშვილიც.

მიქაუტაძე და ზივზივაძე კლუბებში ცოტას თამაშობენ და მათი რესურსი გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. ჩემი ჩანაფიქრი იყო, პირველ ტაიმში ზივზივაძეს მცველები დაეღალა, მიქაუტაძე კი მეორე ნახევარში სივრცეებს უკეთ გამოიყენებდა“.

ასე როგორ დავასრულეთ, გაუგებარია: ქეცბაია კოშმარის დამთავრებას ელოდება და მერე გადაწყვეტს

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ასე როგორ დავასრულეთ, გაუგებარია: ქეცბაია კოშმარის დამთავრებას ელოდება და მერე გადაწყვეტს

როგორ შეაფასეს ჩვენები: საუკეთესოდ კვარაცხელია აღიარეს